როგორ ხართ? – გადაცემა 3

პირველ რიგში რას გააკეთებდით, თქვენი შემოსავალი, მაგალითად, 20%-ით რომ გაიზარდოს? ამჯერად რუბრიკაში „როგორ ხართ?“ ადამიანების სურვილებსა და ყოველდღიურ საჭიროებებზე ვსაუბრობთ. რა შეიცვლებოდა მათთვის დამატებითი შემოსავლით?

როგორ ხართ? – გადაცემა 2

თქვენს მუნიციპალიტეტში კარგი სამსახურის პოვნა შესაძლებელია? რუბრიკაში „როგორ ხართ?“ ამჯერად დასაქმებაზე ვსაუბრობთ. ვეკითხებით ადამიანებს, რა შესაძლებლობებია მათ მუნიციპალიტეტში და რამდენად მარტივია სასურველი სამსახურის პოვნა.

როგორ ხართ? – გადაცემა 1

როგორ ხართ სკოლაში? ამ კითხვით მივმართეთ ადამიანებს ჩვენს აუდიო-ვიდეო რუბრიკაში „როგორ ხართ?“ ვუსმენთ მათ სასკოლო ამბებს, ფიქრებსა და განწყობებს. ზოგჯერ ყველაზე მარტივი კითხვა ყველაზე მნიშვნელოვან პასუხებს გვაძლევს.

საქართველოს მატიანე – ფოტო

 „საქართველოს მატიანეს” – კომპლექსის მშენებლობა საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში, ე.წ. გარდაქმნის — „პერესტროიკის“ პერიოდში დაიწყო. მონუმენტის სვეტებზე საქართველოს მეფეები, დედოფლები, ქვეყნის ისტორია და ქრისტიანული მემკვიდრეობა უნდა ასახულიყო, თუმცა საბჭოთა კავშირი მანამდე დაიშალა, ვიდრე კომპლექსი დასრულდებოდა. ის დღემდე დაუმთავრებელია, რის გამოც ზოგიერთი თბილისელი მას ირონიულად „არაშენდას“ უწოდებს. ფოტოს გადაღების მომენტში მონუმენტს თავზე Wizz Air-ის თვითმფრინავი გადაუფრინდა. ამ ერთ კადრში საქართველოს […]

სათვალე – 236

კანდიდატის სტატუსი და რუსული კანონი – როგორია ჩვენი ევროპული ინტეგრაცია დღეს? „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ – ვინ დგას მილსადენზე მომხდარი აფეთქების უკან? – ამერიკის ხმა მედიის როლი კახელი მეწარმის საქმეში – JRC

კვლავ შემაშფოთებელია უმრავლესობის ნარატივი, რომლითაც კვლავ აპირებს გააგრძელოს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელი დისკუსიების წარმართვა – ეროვნული პლატფორმა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ეხმიანება  საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას “უკან გაიწვიოს” პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” თაობაზე. რამდენიმე დღეა საქართველოს საზოგადოება და განსაკუთრებით ახალგაზრდობა სამართლიანად აპროტესტებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს, რაც ჩვენი არაერთი შეფასებით არის არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური, დისკრიმინაციული და დამაზიანებელი ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესისთვის. მივმართავთ უმრავლესობას რეგლამენტით დადგენილი […]

EU4IM – კონტენტის შექმნის ხელშეწყობა განაცხადების მიღება

EU4IM (“ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის”) აცხადებს განაცხადების მიღებას საქართველოს მოსახლეობისთვის დამოუკიდებელი მედიაკონტენტის შექმნის ხელშეწყობის მიზნით.კონტენტის შექმნის მხარდაჭერის პროგრამის საერთო მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მაღალხარისხიანი, სანდო და მრავალფეროვანი კონტენტის შექმნას იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ნაკლებად შუქდება უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში, თუმცა დაკავშირებულია ომის ზემოქმედებასთან და საკვანძო მნიშვნელობისაა საზოგადოებისთვის. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი. პროგრამის მიზნებია: გთხოვთ, იხილოთ შესაბამისობის კრიტერიუმების სრული ჩამონათვალი. განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს […]

დისკუსიები

JRC რეგიონული მაუწყებლების ბაზაზე მხარს უჭერდა და უჭერს სადისკუსიო პლატფორმის მუდმივ ხელმისაწვდომობას. 2020 წლიდან ამ მიმართულების მხარდამჭერია NED