კანონის მიღება ნიშნავს იმის თქმას, რომ დასავლეთი არის მტერი – ნათია კუპრაშვილი 

“ჩვენი პოზიცია მკაფიოა, პრინციპების დონეზე პირველ მოსმენაზე არ უნდა იყოს ეს კანონპროექტები მიღებული, რადგან ის ეხება ქვეყნის მომავალს და ჩვენს ღირსებას.” – ასე აფასებს  რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი ნათია კუპრაშვილი უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს  „უცხოეთის აგენტების“  შესახებ.  “ახლა არის მომენტუმი, როცა შეგვიძლია მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამის მიღება პრინციპების დონეზე ამ პერსპექტივას ასამარებს, ამასთან ის შეურაცხყოფს დამოუკიდებელ და თავისუფალ ხალხს ამ […]

მედიაორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას

ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა,  მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.  ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები –   დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ.  ამ კანონის […]

საქართველოში რუს ჟურნალისტს ფილიპ ძიადკოს არ უშვებენ 

“ფილიპ ძიადკო, რომელიც თითქმის ერთი წელია საქართველოში ცხოვრობს, ქვეყანაში ახსნა-განმარტების გარეშე არ შეუშვეს”  – ამის შესახებ ინფორმაციას ტვიტერზე ფილიპ ძიადკოს ძმა ავრცელებს.  ფილიპ ძიადკო რუსი ჟურნალისტი და მწერალი, პროექტის, “რადიო Armazas”-ის დამფუძნებელია. იგი თითქმის ერთი წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს, მან თბილისი  13 თებერვალს დატოვა და ვენაში გაემგზავრა, ვენიდან დაბრუნებული კი  ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააყოვნეს.  ფილიპ ძიადკოს საქართველოში არ შემოშვებას განცხადებით, გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის […]

“არა რუსულ კანონს”  – ჟურნალისტების აქცია პარლამენტში 

ინფორმაცია განახლდება: “არა პუტინიზაცია” , “არა რუსულ კანონს” , –  ამ შეძახილებით აპროტესტებს ჟურნალისტების ნაწილი პარლამენტში  “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის დარეგისტრირებას. კანონპროექტი ” უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატებმა დაააინიცირეს და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებებს გამოსავლენად, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.  დოკუმენტის მიხედვით, “უცხოური გავლენის აგენტებად” ითვლება ის ტელევიზიები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები  მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი “უცხოური ძალაა”(არ […]

სოციალურ ქსელში ზელენსკიზე დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ზელენსკიზე დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება  “უკვე მასხარაზე ყველგან იცინიან” – ამ აღწერით დამონტაჟებული ყალბი ვიდეო სოციალურ ქსელში კობა კუსიანმა 15 თებერვალს გაავრცელა.  ვიდეოა ისეა დამონტაჟებული, რომ თითქოს KCCI -ის ჟურნალისტები ლორა ტერელი და ტოდ მეგელი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის გამოსვლაზე იცინიან.  რეალურად, კი ზელენსკის ვიდეო 2023 წლის 8 თებერვლით თარიღდება და მის დიდი ბრიტანეთის პარლამენტისთვის მიმართავს ასახავს.  ხოლო ვიდეო, […]

მედია ეთიკა და მმართველობა – კურსი ჟურნალისტებისთვის

ეს კურსი მედია ეთიკის სფეროში  ძირითად თეორიას, მოდელს და კონცეფციას მოიცავს. კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან  ეთიკურ თეორიებს და პერსპექტივებს, შეისწავლიან მედიის შექმნისა და მედიის გამოყენების ცვალებად საზოგადოებრივ მოთხოვნებსა და მოლოდინებს,  განიხილავენ მედიის პროფესიონალებისთვის არსებულ ეთიკურ ნორმებს. ამ კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ დაფიქრდნენ ეთიკურ დილემებზე და განავითარონ კარგად დასაბუთებული არგუმენტი ეთიკური გადაწყვეტილების მისაღებად. კურსი შემოთავაზებულაია ამსტერდამის უნივერსისტეტის მიერ.  დამატებითი ინფორმაცია და […]

სამეცნიერო კომუნიკაცია: სანდო ინფორმაციის გადაცემა ციფრულ სამყაროში – კურსი ჟურნალისტებისთვის

სამეცნიერო კომუნიკაცია: სანდო ინფორმაციის გადაცემა ციფრულ სამყაროში – ეს კურსი გთავაზობთ სამეცნიერო კომუნიკაციის მიმდინარე მიმოხილვას.კურსი ფარავს თემების ფართო სპექტრს, როგორიცაა ყალბი ამბები, დეზინფორმაცია, ასევე როგორ ვებრძოლოთ ამ პრაქტიკას. კურსის ფარგლებში შეისწავლით, თუ როგორ შეუძლიათ ძირითად დაინტერესებულ მხარეებს ერთად იმუშაონ სამეცნიერო კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად.განიხილავთ, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს და ორგანიზაციებს მოიპოვონ და შეინარჩუნონ საზოგადოების ნდობა ეფექტური სამეცნიერო კომუნიკაციის საშუალებით. კურსი რეკომენდირებულია მეცნიერებისთვის, […]

უკავშირდება თუ არა Qantas-ის აღმასრულებელ დირექტორისთსვის სახეში ტორტის “შეზელა” Covid-19-ს? 

ვიდეო სადაც, ავიაკომპანია Qantas-ის აღმასრულებელ დირექტორისთსვის სახეში ტორტის “შეზელა ჩანს” – 2023 წელს სოციაულური ქსელის მომხმარებლემა ამ ტექსტით გააზიარა: “ავიაკომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც დააწესა COVID-19 ვაქცინის მანდატები” – საქმე ისაა, რომ ვიდეო დაახლოებით 5 წლის წინაა გაადღებული, და კორონავირუსთანა არანაირი კავშირი არ აქვს.   რა მოხდა?  ვიდეო რეალურად  კოვიდპანდემიის დაწყებამდე წლებით ადრეა გადაღებული და Covid-19-თან და ვაქცინასთან საერთო არაფერი აქვს.  […]

პარლამენტი მედიისთვის საკანონმდებლო ორგანოში ქცევის წესებს ადგენს

“ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის კაბინეტი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტების, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის […]