საზაფხულო გაცვლითი პროგრამა ამერიკაში

ბენჟამინ ფრანკლინის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად განცხადების მიღება დაიწყო. ოთხკვირიანი პროგრამა აშშ-ში ვიზიტს გულისხმობს 2024 წლის 22 ივნისიდან 20 ივლისამდე და მას მთლიანად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს. პროგრამის მასპინძელი პერდუს უნივერსიტეტია, რომელიც დასავლეთ ლაფაიეტში, ინდიანაში მდებარეობს. ბენჯამინ ფრანკლინის ტრანსატლანტიკური სტიპენდია ინტენსიური მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა, რომელიც შექმნილია ახალგაზრდა ევროპელებსა და ამერიკელებს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ოთხკვირიანი პროგრამა 16-18 წლის სტუდენტებს საშუალებას აძლევს […]

EU4IM – კონტენტის შექმნის ხელშეწყობა განაცხადების მიღება

EU4IM (“ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის”) აცხადებს განაცხადების მიღებას საქართველოს მოსახლეობისთვის დამოუკიდებელი მედიაკონტენტის შექმნის ხელშეწყობის მიზნით.კონტენტის შექმნის მხარდაჭერის პროგრამის საერთო მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მაღალხარისხიანი, სანდო და მრავალფეროვანი კონტენტის შექმნას იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ნაკლებად შუქდება უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში, თუმცა დაკავშირებულია ომის ზემოქმედებასთან და საკვანძო მნიშვნელობისაა საზოგადოებისთვის. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი. პროგრამის მიზნებია: გთხოვთ, იხილოთ შესაბამისობის კრიტერიუმების სრული ჩამონათვალი. განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს […]

ევროკავშირი მედიას ახალგაზრდობის თემაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

CENN, ევროკავშირის მხარდაჭერითა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან (JRC) თანამშრომლობით, ჟურნალისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით იწვევს ახალგაზრდობის თემატიკაზე, კერძოდ კი ახალგაზრდებს შორის ე.წ. NEET ჯგუფის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი ფოკუსირებულია NEET ახალგაზრდებზე, რაც გავრცელებული განმარტებით, ახალგაზრდების ისეთი ჯგუფია, რომელიც არ არის დასაქმებული, არ იღებს განათლებას, და, ზოგადად, არ არის აქტიურად საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული. საქართველოში, პანდემიამდელი კვლევის მიხედვით, ახალგაზრდებში NEET მაჩვენებელი 30%-ს აღწევდა, […]