როგორ ხართ? – გადაცემა 10

აზარტული თამაშების ტურნირები: ტურიზმის შესაძლებლობა თუ მეტი რისკი? პარლამენტმა აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირებისთვის საგადასახადო შეღავათები დააწესა. რუბრიკაში „როგორ ხართ?“ ადამიანებს ვკითხეთ, როგორ აფასებენ ამ გადაწყვეტილებას: შეუწყობს თუ არა ის ხელს ტურიზმს და რა რისკები შეიძლება მოჰყვეს. ასევე ვკითხეთ, დაზარალებულა თუ არა ვინმე მათ საახლობლოში აზარტული თამაშების გამო.

როგორ ხართ? – გადაცემა 9

როგორ ემზადებით ზამთრისთვის? ზამთრის მოახლოებასთან ერთად ზოგი შეშას იმარაგებს, ზოგი სახლს სიცივისთვის ამზადებს, ზოგი კი ზამთრის მარაგს აწყობს. რუბრიკაში „როგორ ხართ?“ ადამიანებს ვკითხეთ, რით იწყებენ ზამთრის სამზადისს და რა საქმეებს ასწრებენ აცივებამდე.

JRC-ის დამფუძნებელი ნათია კუპრაშვილი კიშინიოვის მედია ფორუმზე AI ვორქშოფს გაუძღვება

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) დამფუძნებელი და DW Akademie-ს ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების ექსპერტთა ქსელის წევრი ნათია კუპრაშვილი კიშინიოვში, მოლდოვის მედია ფორუმზე, მცირე რედაქციებისთვის განკუთვნილ AI ინსტრუმენტებს წარადგენს. ფორუმი 7–8 დეკემბერს გაიმართება. ფორუმის პირველ დღეს, 7 დეკემბერს, 14:30–16:00 საათზე, კუპრაშვილი სერჰი კოსტენკოსთან ერთად გაუძღვება ვორქშოფს „AI ინსტრუმენტები მცირე რედაქციებისთვის“ (Smart AI Tools for Small Newsrooms). 90-წუთიან სესიაზე ისინი წარადგენენ ორ პროდუქტს, რომლებიც […]

JRC DataFest Tbilisi 2026-ზე: ხელოვნური ინტელექტი, მედიის მომავალი და ახალი შესაძლებლობები ჟურნალისტიკისთვის

26–28 ნოემბერს თბილისი მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ფესტივალს, DataFest Tbilisi 2026-ს უმასპინძლებს. საიუბილეო, მეათე ფესტივალის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მედიის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებასა და ჟურნალისტიკის მომავალს. ფესტივალის მომხსენებლებს შორისაა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) თანადამფუძნებელი ნათია კუპრაშვილი, ხოლო მედიაპარტნიორებს შორის — JRC-ის მხარდაჭერით შექმნილი ხელოვნური ინტელექტის თემატური მედიაპლატფორმა AINews.ge. DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი […]

JRC-ის წევრი და პარტნიორი რეგიონული მედიის წარმომადგენლები სტრასბურგში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს დაესწრნენ

წელს ფორუმმა სხვადასხვა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააერთიანა დემოკრატიის თანამედროვე გამოწვევებისა და მისი მომავლის შესახებ მსჯელობისთვის. რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დისკუსიებმა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, საინფორმაციო გარემოს ტრანსფორმაციას, ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობებსა და დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობას შეეხებოდა. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის თანათავმჯდომარისა და ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ხელმძღვანელის, გერმანე სალიას განცხადებით, ფორუმი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა […]

როგორ ხართ? – გადაცემა 8

მაღაზიაში შესვლისას პირველად რას უყურებთ: ფასს, ხარისხს თუ ვინ არის მწარმოებელი? რუბრიკაში „როგორ ხართ?“ ამჯერად მომხმარებლის არჩევანზე ვსაუბრობთ. ვეკითხებით ადამიანებს, რას აქცევენ ყურადღებას პროდუქტის შეძენისას და რა განსაზღვრავს მათ გადაწყვეტილებას: ხელმისაწვდომი ფასი, ხარისხი თუ მწარმოებლისადმი ნდობა.