როდესაც ქალი ხარ პოლიტიკაში

ინტერვიუ ქეთი მურღულიასთან – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი. ასაკი, გარეგნობა, ჩაცმულობა, მანიპულირება ყალბი ფოტოები და ტყუილები ფაქტების ნაცვლად – ერთი მიზნისთვის, დააკნინო ქალი ოპონენტები და ზოგადად, შემცირდეს ქალთა მონაწილეობა აქტიურ საჯარო ასპარეზზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა, წინასაარჩევნოდ შეისწავლა გენდერული დეზინფორმაციის გავრცელების წყაროები და ფორმები. მკვლევარი ქეთი მურღულიაა “სათვალის” სტუმარი.

სათვალე – 326

რატომ და როგორ გაიზარდა Telegram-ის გამოყენება საქართველოში? რამდენად იყენებთ ტელეგრამს ინფორმაციის მიღება-გავრცელებისთვის? და თუ იყენებთ, გიფიქრიათ, რამდენად დაცულია თქვენი კომუნიკაცია? – IWPR/ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი ამ საკითხის შესწავლას შეეცადა; ამ თემაზე გადაცემაში მოისმენთ: დეზინფორმაციის მკვლევარ სოფო გელავასთან ინტერვიუს; ასევე თეონა ცხომელიძეს, რომლის ქართულენოვან ტელეგრამ არხს ათასობით ადამიანი ადევნებს თვალს; გადაცემის მეორე ნაწილი: უსაფრთხოება ბავშვებისთვის.ტოკ ტვ-ის სიუჟეტში ნახავთ, როგორია “უსაფრთხო” […]

სათვალე – 325

“მომღიმარი ბიჭისთვის”- რას ითხოვენ “სეუ-ს” სტუდენტები ღია ცის ქვეშ პროტესტით? ლომის ბოკვერის საქმე – რა გაირკვა სპორტსმენი ლაშა ბექაურის ეგზოტიკური ცხოველის ამბავში? გზა მხოლოდ სასაფლაომდე – სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტი რა გავლენას იქონიებს დონალდ ტრამპის პოლიტ-ეკონომიკა გლობალურ ეკონომიკაზე. იულია სავჩენკო ანალიზით.

პროტესტი “მომღიმარი ბიჭისთვის” – პროტესტი “სეუ”-თან

“მოღიმარი ბიჭის” მომდევნო სასამართლო პროცესი 6 მარტსაა დანიშნული. 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი, რომელიც “სეუ”_ს პირველკურსელია, 4 დეკემბერს, აქციაზე ნივთის სროლის გამო, დააკავეს. მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სტუდენტს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი. მისი ადვოკატის თქმით, კადრებშიც კი არ ჩანს, თუ სად ეცემა ან ვის ხვდება ნივთი, რომლის სროლასაც მას ედავებიან. ერთი თვეა, ირაკლი მიმინოშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად, მისი გათავისუფლების […]

ჩვენ გვჭირდება “გეგმა B” – ინტერვიუ TUT.BY-ის ყოფილ მთავარ რედაქტორთან, რომელმაც ციხეში 10 თვე გაატარა

ინტერვიუ ბელორუს ჟურნალისტთან, ოლგა ლოიკოსთან (TUT.BY), რომელიც ლუკაშენკოს ციხეში 10 თვე იჯდა და ტერორიზმშიც კი ედებოდა ბრალი. მზია ამაღლობელი უკვე 1 თვეა ციხეში შიმშილობს, ოლგას მიმართვა მზიას და ბელორუსულ-ქართული მოვლენების პარალელი.

სათვალე 324

ინტერვიუ ბელორუს ჟურნალისტთან, ოლგა ლოიკოსთან (TUT.BY), რომელიც ლუკაშენკოს ციხეში 10 თვე იჯდა და ტერორიზმშიც კი ედებოდა ბრალი. მზია ამაღლობელი უკვე 1 თვეა ციხეში შიმშილობს, ოლგას მიმართვა მზიას და ბელორუსულ-ქართული მოვლენების პარალელი. იმპერიული პრეზიდენტობა – ტრამპის მართვის ფორმა და მისი მაგალითები ამერიკის წარსულიდან.