რატომ ანადგურებს ნიუ-იორკის მერია მოტოციკლეტებს და რა მანიპულაცია ვრცელდება ამ საკითხზე? 

მანიპულაციური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკის ხელისუფლება მოტოციკლებს მთელ ქალაქში ანადგურებს, რათა “ბაიკერების წინააღმდეგობის მოძრაობა ჩაახშოს.”  ამის საილუსტრაციოდ სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნიკა კობერიძემ 23 ივნისს ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ნიურკის მერიის აღნიშვნასაც ვხედავთ.  ფოტოს მან ეს აღწერა დაურთო:  “ნიუ-იორკის ხელისუფლება ანადგურებს მოტოციკლებს მთელ ქალაქში. დღეს განადგურდა 100-მდე მოტოციკლი. მერმა ერიკ ადამსმა თქვა, რომ მას გადაწყვეტილი აქვს, რათა „საბოლოოდ მოაცილოს საფრთხის შემცველი […]

არის თუ არა ომეგა 3-ის მიღება საშიში ადამიანისთვის ? 

20 ივნისს Facebook მომხმარებელმა Fantina Georgian ვიდეო გაავრცელა, რომლითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს, ომეგა 3 ადამიანის ორგანიზმისთვის  საფრთხის შემცველია.  რა ჩანს ვიდეოში?  მამაკაცი ომეგა 3-ის კაფსულებიდან სითხეს პლასტმასის ქაფზე ასხამს, დროთა განმავლობაში კი ვიდეოში გვაჩვენებს თუ რა ემართება პლასტმასის ქაფს. ვიდეოს მიხედვით, პლასტმასის ქაფს დროის გასვლასთან ერთად ჩაღრმავებები უჩნდება, ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.  ვიდეოში კონკრეტულ ბრენდის ომეგა 3-ის კაფსულები ჩანს, […]

რას ნიშნავს EU2020-ის ლოგო და ვინ მანიპულირებს თემით?

2022 წლის 21 ივნისს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნიკა კობერიძემ ფოტო გაავრცელა, სადაც ანგელა მერკელის ფოტოთი და EU2020-ის ლოგოთი მანიპულირებს. პოსტის მიხედვით, ლოგო “ორმაგსქესიანი სატანის ქანდაკებიდანაა აღებული და მისი გამოყენებით “გერმანია სატანისტური მსოფლიო რელიგიისკენ მიილტვის .  “ახლა გასაგებია, თუ რატომ გვაიძულებენ სატანისტები გენდერულ დღის წესრიგს. ესაა მათი ორმაგსქესიანი სატანა, რომელსაც ასე ეთაყვანებიან და ასევე საზოგადოების დემორალიზების, დაშლის, ერთი სატანისტური მსოფლიო რელიგიისკენ […]

დაიკავეს თუ არა უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაეროს ოფისში კრამატორსკში? 

“უკრაინელმა ჯარებმა კრამატორსკში გაეროს ოფისი დაიკავეს” – ამ სახელწოდებით რუსულ მედიაში ნიუსი ივნისის დასაწყისში გავრცელდა.  მედიის ინფორმაციის გავრცელებისას ე.წ დონეცკის სახალო რესპუბლიკის  თავდაცვის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეყრდნობოდა. “უკრაინელმა ბოევიკებმა მიითვისეს გაეროს ოფისი კრამატორსკში. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაკარგეს ოფისი და სამი ოფიციალური მანქანა დიპლომატიური ნომრით”, – ნათქვამია სტატიაში. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჟურნალისტიკის რესურსცენტრი უკრაინაში გაეროს წარმომადგენელს დაუკავშირდა.  ჩვენი კითხვების საპასუხოდ გაეროს […]

რა [არ] თქვა ბაიდენმა? 

“ბაიდენი: უკრაინას მოუწევს მიწა დაუთმოს რუსეთს, რომ საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს” – ამ არასწორი ფორმულირებით გაავრცელეს პრორუსმა მედიებმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ციტატა.  პრორუსულმა გვერდებმა ბაიდენის ციტატა პრეზიდენტის 2022 წლის 3 ივნისს გამოსვლიდან აიღეს და მანიპულაციურად გაავრცელეს.  ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ – “ბატონო პრეზიდენტო, უნდა დათმოს თუ არა უკრაინამ ტერიტორია მშვიდობის მისაღწევად?  ბაიდენმა უპასუხა შემდეგი:  “არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ეს […]

FAKE: „ბულგარეთს სურს უკრაინელ ლტოლვილებს სასტუმროებში ცხოვრება აუკრძალოს

„ბულგარეთს სურს უკრაინელ ლტოლვილებს სასტუმროებში ცხოვრება აუკრძალოს” – ამ შინაარსით პოსტი სოციალურ ქსელში არაერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა.  სინამდვილეში მტკიცება, რომ ბულგარეთის მთავრობა უკრაინელ ლტოლვილებს სატუმროებიში ცხოვრებას უკრძალავს და აძევებს ყალბია.  რა პოლიტიკას ატარებს ბულგარეთი უკრაინელი ლტოლვილებისთვის?  2022 წლის 30 მაისს გამოქვეყნებულ ოფიციალურ მიმართვაში, რომელიც საიტზე Bulgaria for Ukraine- ზეც გამოქვეყნდა ვკითხულობთ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ შეჭრიდან ბულგარეთში თითქმის 300 000 ადამიანი […]