როგორი იქნება ZEG წელს

მსოფლიოს ახალი პერსპექტივები, ქალთა ლიდერობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, გენდერული თანასწორობა, მხატვრობა, ფილოსოფია, არქიტექტურა, მედია – მოსაყოლი ამბავი ბევრია, სხვადასხვა ფორმით და ხერხით. 13-15 ივნისს თბილისში საკუთარი ამბების ან საკუთარი ხედვის მოსაყოლად მსოფლიოში ბევრი ცნობილი ადამიანი მოიყრის თავს. ვსაუბრობთ ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალზე ZEG. მომხსენებლებს შორის არიან: ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი; ლეგენდარული ბრიტანელი ფოტოგრაფი პლატონი; The New Yorker-ის ჟურნალისტი; წამყვანი ამერიკელი პედიატრი სემა […]

რატომ იწვის ბაზრობები?

ინტერვიუ თამთა მიქელაძესთან. რატომ იწვის ბაზრობები? პასუხი არ გვაქვს, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. მაგალითად, დღემდე ოფიციალურად არ გავრცელებულა გამოძიების დასკვნა რამ გამოიწვია ხანძარი ლილოს ბაზრობაზე, ბავშვთა სამყაროში, ავტონაწილების ბაზრობაზე. მიუხედავად გაურკვეველი და გამოუძიებელი შემთხვევებისა ადამიანები დღემდე, სხვადასხვა მიზეზთა გამო, კვლავაც თანხმდებიან დაურეგულირებელ, მოუწესრიგებელ და სახიფათო გარემოში მუშაობას. ხშირად ეს ოჯახების ერთადერთი შემოსავალია. გადამწვარი ბაზრობების სიას 30 აპრილს ე.წ. ბორჯომის […]

სათვალე – 337

როგორ გამოიყურება 30 აპრილს დამწვარი ე.წ. ბორჯომის ბაზრობა. გიჩვენებთ კადრებს დამწვარი ტერიტორიიდან, სადაც ცოტა ხნის წინ 500-მდე ადამიანი ვაჭრობდა და ოჯახს არჩენდა. ხანძრიდან ერთი კვირის შემდეგ, რამდენიმე მოვაჭრეს მიმდებარე ტერიტორიაზე შევხვდით, მათ მცირე დახლები იქვე გამართეს და როგორც ამბობენ, გარევაჭრობის ნება ზედამხედველმა დართეს. რატომ იწვის ბაზრობები? პასუხი არ გვაქვს, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. მაგალითად, დღემდე ოფიციალურად არ გავრცელებულა გამოძიების […]

სათვალე – 336

რას ნიშნავს ე.წ. მინერალების შეთანხმება? როგორ აისახება ის ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე? – ინტერვიუ ია მეურმიშვილთან, „საიფერ ბრიფის“ უფროსი საერთაშორისო კორესპონდენტთან. ბუნებრივ კატასტროფებზე ადრეული გაფრთხილების სისტემის ინფორმაცია მოსახლეობამდე ვერ მიდის – აუდიტის დასკვნა ბელა გელაშვილის სიუჟეტში.

რას ნიშნავს ე.წ. მინერალების შეთანხმება უკრაინა-ამერიკას შორის? – ინტერვიუ ია მეურმიშვილთან

რას ნიშნავს ე.წ. მინერალების შეთანხმება უკრაინა-ამერიკას შორის? რას შეცვლის ეს შეთანხმება, მათ შორის ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში? – ვაშინგტონიდან გვესაუბრება ია მეურმიშვილი, “საიფერ ბრიფის” უფროსი საერთაშორისო კორესპონდენტი.

სატენდერო განაცხადება – მოწვევა – ადგილობრივი საკომუნიკაციო ორგანიზაციის შესარჩევად (ფოთი და ხობი)

განმცხადებელი:ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC) ჟურნალისტიკის რესურსცენტრი აცხადებს ტენდერს ფოთსა და/ან ხობში მოქმედი ადგილობრივი საკომუნიკაციო ორგანიზაციის შესარჩევად, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მასშტაბით დაგეგმილი შეხვედრების სრულ კომუნიკაციურ მხარდაჭერას. მომსახურების მოცულობა: მომსახურება რაოდენობა პირისპირ შეხვედრების ორგანიზება ფოთსა და ხობში 6 შეხვედრა თითოეული შეხვედრის მოდერაცია 6 შეხვედრა შეხვედრების აუდიო-ვიდეო დაფარვა და კონტენტის წარმოება 6 შეხვედრა თითოეული შეხვედრის მედიაპროდუქტის გავრცელება მინიმუმ 5 ადგილობრივი მედიასაშუალებით 6 შეხვედრა შერჩევის კრიტერიუმები: […]