საზაფხულო გაცვლითი პროგრამა ამერიკაში

ბენჟამინ ფრანკლინის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად განცხადების მიღება დაიწყო. ოთხკვირიანი პროგრამა აშშ-ში ვიზიტს გულისხმობს 2024 წლის 22 ივნისიდან 20 ივლისამდე და მას მთლიანად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს. პროგრამის მასპინძელი პერდუს უნივერსიტეტია, რომელიც დასავლეთ ლაფაიეტში, ინდიანაში მდებარეობს. ბენჯამინ ფრანკლინის ტრანსატლანტიკური სტიპენდია ინტენსიური მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა, რომელიც შექმნილია ახალგაზრდა ევროპელებსა და ამერიკელებს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ოთხკვირიანი პროგრამა 16-18 წლის სტუდენტებს საშუალებას აძლევს […]

აგროგარემო TV – #მედიადანდობა

მედიის როლი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს პრაქტიკა ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოა. მასალა მომზადებულია ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მიერ პროექტის ფარგლებში “მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა უსაფრთხო მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად”, რომელიც ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

კვლავ შემაშფოთებელია უმრავლესობის ნარატივი, რომლითაც კვლავ აპირებს გააგრძელოს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელი დისკუსიების წარმართვა – ეროვნული პლატფორმა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ეხმიანება  საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას “უკან გაიწვიოს” პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” თაობაზე. რამდენიმე დღეა საქართველოს საზოგადოება და განსაკუთრებით ახალგაზრდობა სამართლიანად აპროტესტებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს, რაც ჩვენი არაერთი შეფასებით არის არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური, დისკრიმინაციული და დამაზიანებელი ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესისთვის. მივმართავთ უმრავლესობას რეგლამენტით დადგენილი […]

კანონის მიღება ნიშნავს იმის თქმას, რომ დასავლეთი არის მტერი – ნათია კუპრაშვილი 

“ჩვენი პოზიცია მკაფიოა, პრინციპების დონეზე პირველ მოსმენაზე არ უნდა იყოს ეს კანონპროექტები მიღებული, რადგან ის ეხება ქვეყნის მომავალს და ჩვენს ღირსებას.” – ასე აფასებს  რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი ნათია კუპრაშვილი უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს  „უცხოეთის აგენტების“  შესახებ.  “ახლა არის მომენტუმი, როცა შეგვიძლია მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამის მიღება პრინციპების დონეზე ამ პერსპექტივას ასამარებს, ამასთან ის შეურაცხყოფს დამოუკიდებელ და თავისუფალ ხალხს ამ […]

მედიაორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას

ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა,  მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.  ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები –   დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ.  ამ კანონის […]

საქართველოში რუს ჟურნალისტს ფილიპ ძიადკოს არ უშვებენ 

“ფილიპ ძიადკო, რომელიც თითქმის ერთი წელია საქართველოში ცხოვრობს, ქვეყანაში ახსნა-განმარტების გარეშე არ შეუშვეს”  – ამის შესახებ ინფორმაციას ტვიტერზე ფილიპ ძიადკოს ძმა ავრცელებს.  ფილიპ ძიადკო რუსი ჟურნალისტი და მწერალი, პროექტის, “რადიო Armazas”-ის დამფუძნებელია. იგი თითქმის ერთი წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს, მან თბილისი  13 თებერვალს დატოვა და ვენაში გაემგზავრა, ვენიდან დაბრუნებული კი  ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააყოვნეს.  ფილიპ ძიადკოს საქართველოში არ შემოშვებას განცხადებით, გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის […]

“არა რუსულ კანონს”  – ჟურნალისტების აქცია პარლამენტში 

ინფორმაცია განახლდება: “არა პუტინიზაცია” , “არა რუსულ კანონს” , –  ამ შეძახილებით აპროტესტებს ჟურნალისტების ნაწილი პარლამენტში  “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის დარეგისტრირებას. კანონპროექტი ” უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატებმა დაააინიცირეს და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებებს გამოსავლენად, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.  დოკუმენტის მიხედვით, “უცხოური გავლენის აგენტებად” ითვლება ის ტელევიზიები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები  მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი “უცხოური ძალაა”(არ […]

მედია ეთიკა და მმართველობა – კურსი ჟურნალისტებისთვის

ეს კურსი მედია ეთიკის სფეროში  ძირითად თეორიას, მოდელს და კონცეფციას მოიცავს. კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან  ეთიკურ თეორიებს და პერსპექტივებს, შეისწავლიან მედიის შექმნისა და მედიის გამოყენების ცვალებად საზოგადოებრივ მოთხოვნებსა და მოლოდინებს,  განიხილავენ მედიის პროფესიონალებისთვის არსებულ ეთიკურ ნორმებს. ამ კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ დაფიქრდნენ ეთიკურ დილემებზე და განავითარონ კარგად დასაბუთებული არგუმენტი ეთიკური გადაწყვეტილების მისაღებად. კურსი შემოთავაზებულაია ამსტერდამის უნივერსისტეტის მიერ.  დამატებითი ინფორმაცია და […]

სამეცნიერო კომუნიკაცია: სანდო ინფორმაციის გადაცემა ციფრულ სამყაროში – კურსი ჟურნალისტებისთვის

სამეცნიერო კომუნიკაცია: სანდო ინფორმაციის გადაცემა ციფრულ სამყაროში – ეს კურსი გთავაზობთ სამეცნიერო კომუნიკაციის მიმდინარე მიმოხილვას.კურსი ფარავს თემების ფართო სპექტრს, როგორიცაა ყალბი ამბები, დეზინფორმაცია, ასევე როგორ ვებრძოლოთ ამ პრაქტიკას. კურსის ფარგლებში შეისწავლით, თუ როგორ შეუძლიათ ძირითად დაინტერესებულ მხარეებს ერთად იმუშაონ სამეცნიერო კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად.განიხილავთ, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს და ორგანიზაციებს მოიპოვონ და შეინარჩუნონ საზოგადოების ნდობა ეფექტური სამეცნიერო კომუნიკაციის საშუალებით. კურსი რეკომენდირებულია მეცნიერებისთვის, […]

პარლამენტი მედიისთვის საკანონმდებლო ორგანოში ქცევის წესებს ადგენს

“ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის კაბინეტი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტების, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის […]