მედიაგანათლება
საქართველოში რუს ჟურნალისტს ფილიპ ძიადკოს არ უშვებენ 

საქართველოში რუს ჟურნალისტს ფილიპ ძიადკოს არ უშვებენ 

“ფილიპ ძიადკო, რომელიც თითქმის ერთი წელია საქართველოში ცხოვრობს, ქვეყანაში ახსნა-განმარტების გარეშე არ შეუშვეს”  – ამის შესახებ ინფორმაციას ტვიტერზე ფილიპ ძიადკოს ძმა ავრცელებს. 

ფილიპ ძიადკო რუსი ჟურნალისტი და მწერალი, პროექტის, “რადიო Armazas”-ის დამფუძნებელია. იგი თითქმის ერთი წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს, მან თბილისი  13 თებერვალს დატოვა და ვენაში გაემგზავრა, ვენიდან დაბრუნებული კი  ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააყოვნეს. 

ფილიპ ძიადკოს საქართველოში არ შემოშვებას განცხადებით, გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. 

“ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება ჟურნალისტის საზღვარზე არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენლის უფლებებს შეასრულოს მისი პროფესიული მოვალეობა.

ქარტიას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს.” 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს. მაგალითად მსგავსი შემთხვევა მოხდა 2021 წლის ნოემბერში როდესაც ქვეყანაშ შემოსვლაზე უარი განმარტებების გარეშე უთხრეს უკრაინელ ჟურნალისტის და ბლოგერის, ვლადიმირ ზოლკინის.