სათვალე -285

თუკი უცნობი ნომრებიდან გირეკავენ და უცენზუროდ მოგმართავენ, გეუბნებიან რომ იციან თქვენი მისამართი და გხვდებიან სადარბაზოსთან, გცემენ, სახლში გივარდებიან და გაპატიმრებენ ისე რომ ადვოკატსაც უზღუდავენ შემოსვლას, გამომძიებელი ჟურნალისტების დამცინავ პლაკატებს აკრავენ და მანქანებს უზიანებენ, იცოდეთ რომ საუბარი მეზობელ რუსეთზე აღარაა, ეს ახლა საქართველოა; ვის მივმართოთ ადამიანებმა თუკი სისტემა მიზანში ამოგვიღებს? მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა თითქმის აღარ არის, საკუთარი […]

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტანილი საჩივრის საფუძველზე ნათია კუპრაშვილი უწყებაში დაიბარეს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტანილი საჩივრის საფუძველზე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი და TOK TV-ის დამფუძნებელი ნათია კუპრაშვილი უწყებაში დაიბარეს. მუქარისა და სისტემური დევნის გამო 4 ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს 9 მაისს მიმართა. ნათია კუპრაშვილი უკვე რამდენიმე დღეა უწყვეტად იღებს სატელეფონო ზარებს უცნობი პირებისგან. უცნობი პირები მას ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ზარებს იღებს მისი ოჯახის […]

„ქართულ ოცნებას“ რუსული კანონი ჯერ არ მიუღია და თავისუფალი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ უკვე აამოქმედა რეპრესიული მეთოდები – ონლაინ მედიის განცხადება

“ნებისმიერი ჟურნალისტის და მათი ოჯახის წევრების მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას მთლიანად ვაკისრებთ ხელისუფლებას”- ონლაინ მედია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან ერთად განცხადებით ეხმაურება მედიის წარმომადგენლების სისტემურ დევნას, მათ პირად ნომრებზე დარეკვას და მუქარას. განცხადების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის მიღებამდე დაიწყო რეპრესიული მეთოდების გამოყენება. განცხადებას ხელს 20 მდე მედია აწერს. “ხელისუფლება ცდილობს დააშინოს და გააქროს ის მოქალაქეები და ორგანიზაციები, რომლებიც მას ვამხელთ […]

მუქარისა და სისტემური დევნის გამო 3 ჟურნალისტმა შესაბამის უწყებებს მიმართა

სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK TV-ის დამფუძნებლის ნათია კუპრაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარებს აღწერს. საჩივრის მიხედვით, სამივე მათგანს ბოლო დღეებია უცნობი […]

პროსამთავრობო მედიებზე ძალადობის მაგალითები კრიტიკულ მოქალაქეებზე თავდასხმებზე დასმული კითხვის საპასუხოდ

შინაგან საქმეთა მინისტრი 8 მაისს რუსული კანონის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების ცემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ POSTV-ისა და იმედის ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე დაიწყო საუბარი. ჟურნალისტი: თქვენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი რა პასუხისმგებლობას გრძნობთ, როდესაც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს სადარბაზოებთან ხვდებიან, სცემენ, ემუქრებიან, ურეკავენ? შეგიძლიათ თუ არა რომ კატეგორიულად დაგმოთ ეს? შსს მინისტრი: ” რა თქმა უნდა ძალადობა არავისზე არ მომწონს, არც […]

დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან – JRC -ის თავმჯდომარე

ეს ორი დღის განმავლობაში მეოთხე შემთხვევაა, როდესაც უცნობი პირები ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარეს ტელეფონზე ურეკავენ და ემუქრებიან. საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტში მან ნომერიც დაწერა, რომლის გამოყენებითც უკავშირდებიან. სოციალურ ქსელში მსგავსი შემთხვევის შესახებ ბევრი მოქალაქე წერს. მათი თქმით, თავდაპირველად უცნობი პირები ეკითხებიან აქვთ თუ არა წაკითხული ქართული ოცნების მიერ ” გამჭვირვალობის კანონად ” წოდებული რუსული კანონი, შემდეგ კი სიტყვიერ შეურაცხყოფაზე და მუქარაზე გადადიან. […]

ქართული ოცნება მონაცემთა ბაზას ქმნის – მათთვის ვინც, ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებშია ჩართული ან ამ ქმედებებს „საჯაროდ იწონებს”

ქართული ოცნება მონაცემთა ბაზას ქმნის – მათთვის ვინც, ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებშია ჩართული ან ამ ქმედებებს „საჯაროდ იწონებს” – ამის შესახებ ინფორმაცია შალვა პაპუაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, მონაცემთა ბაზაში შესული ადამიანების წინააღმდეგ “კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში” მიღებული იქნება ზომები, რომ მათი ქმედებები რეაგირების გარეშე არ დარჩეს. “ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია […]

რუსული კანონის კრიტიკის გამო მოქალაქეებს უცხო ნომრიდან ურეკავენ აგინებენ და ემუქრებიან

“უკრაინული ნომრიდან დამირეკეს, საცხოვრებელი მისამართი დამისახელეს და მითხრეს, რომ ისე ჩამპიზდავენ, ვერც გავიგებ.” – ეს პოსტი სოციალურ ქსელში მედიააპრილის ჟურნალისტმა გიორგი ბასხაჯაურმა გამოაქვეყნა. მსგავსი შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში არაერთმა პირმა გამოაქვეყნა, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ. მოქალაქეების თქმით, მათ ეკითხებიან აქვთ თუ არა წაკითხული ქართული ოცნების მიერ წოდებული ” გამჭვირვალობის კანონი” , შემდეგ კი სიტყვიერ შეურაცხყოფაზე და მუქარაზე გადადიან. კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, […]

ევროსასამართლომ მთავრობას 20-21 ივნისს დაზარალებულთათვის €153 600 გადახდა დააკისრა

ე.წ გავრილოვის ღამის საქმეზე, 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის მონაწილეების დარბევის საქმეზე ევროსასამართლომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა დაადგინა და ამასთან ჯამში დაზარალებულთათვის ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოში წარდგენილი განმცხადებლის საქმე იყო წარდგენილი. საია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 22 პირს წარმოადგენდა, მათ შორის 11 ჟურნალისტს, აქციის მონაწილე 10 პირი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი 1 […]

10 მაისს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება- მთავრობის დადგენილებითვე 10 მაისი უქმე დღეა

მთავრობის მიერ უქმე დღედ გამოცხადებულ 10 მაისს 9 საათზე პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სწორედ იურიდიული საკითხთა კომიტეტი განხილვის რუსულ კანონსაც. პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რუსული კანონის განხილვა დღის წესრიგში არაა, ანონსის მიხედვით განსახილველი საკითხებია: საქართველოში 3-დან 12 მაისის ჩათვლით ოფიციალურად დასვენების დღეებია. მთავრობის დადგენილებით, აღდგომის მომდევნო დღეები, 7, 8 და 10 მაისი უქმედ გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობო […]