მედიაპროგრამები
EU4IM – კონტენტის შექმნის ხელშეწყობა განაცხადების მიღება

EU4IM – კონტენტის შექმნის ხელშეწყობა განაცხადების მიღება

EU4IM (“ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის”) აცხადებს განაცხადების მიღებას საქართველოს მოსახლეობისთვის დამოუკიდებელი მედიაკონტენტის შექმნის ხელშეწყობის მიზნით.
კონტენტის შექმნის მხარდაჭერის პროგრამის საერთო მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მაღალხარისხიანი, სანდო და მრავალფეროვანი კონტენტის შექმნას იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ნაკლებად შუქდება უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში, თუმცა დაკავშირებულია ომის ზემოქმედებასთან და საკვანძო მნიშვნელობისაა საზოგადოებისთვის. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი.

პროგრამის მიზნებია:

  1. დაეხმაროს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, ჟურნალისტებსა და ტექნიკური მხარდაჭერის (სიუჟეტის გადამღებ და მომამზადებელ) გუნდებს კონტენტის შექმნის ხელშეწყობის პროგრამის საშუალებით;
  2. ხელი შეუწყოს მედიასაშუალებების კომპეტენციების გაძლიერებას მულტიმედია სიუჟეტების მომზადების შესახებ სემინარებისა და მენტორობის საშუალებით;
  3. ხელი შეუწყოს სხვადასხვა პლატფორმაზე საქართველოს საზოგადოების ინტერესების შესაბამისი კონტენტის მომზადებაში.
    შესაბამისობა
  4. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები.
  5. ყველა ლეგალურად რეგისტრირებული მედიასაშუალება, რომელიც ოფიციალურად (რეგისტრაციის საფუძველზე) უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
  6. არაკომერციული ჟურნალისტური ორგანიზაციები;
  7. დამოუკიდებელი კონტენტის შემქმნელი ორგანიზაციები;
  8. ჟურნალისტები / კონტენტის შემქმნელი გუნდები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმესთვის მუშაობენ.

გთხოვთ, იხილოთ შესაბამისობის კრიტერიუმების სრული ჩამონათვალი.

განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს კონტენტის წარმოებაში მხარდაჭერა 5000 ევროს (€5000) ოდენობით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 2023 წლის 2 აპრილი.
როგორ გავაკეთოთ განაცხადი?

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ შესაბამისობის კრიტერიუმებს.

გთხოვთ, გააკეთოთ განაცხადი ონლაინ ფორმის საშუალებით – https://bit.ly/3YLzU5r