ახალი ამბები
მიიღე მხარდაჭერა კვლევისთვის JRC -სგან

მიიღე მხარდაჭერა კვლევისთვის JRC -სგან

JRC გასცემს   ფინანსურ მხარდაჭერას დამოუკიდებელი კვლევებისთვის, რომელთა თემატიკა სოფლის მეურნეობისა და გარემოს საკითხების გაშუქებას ეხება, შემდეგ ქვეყნებში:

1.     საქართველო;

2.     სომხეთი;

3.     აზერბაიჯანი.

კვლევის მხარდაჭერის მაქსიმალური ბიუჯეტია – 1 000 ლარი

🔍 შესაძლო კვლევის კითხვები მოიცავს:

·        რა არის ფერმერებისთვის ინფორმაციის ძირითადი წყაროები?

·        არსებობს თუ არა ნიშური მედიაპროდუქტები სოფლის მეურნეობისა და გარემოს საკითხებზე?

·        რამდენად ენდობიან ფერმერები მედიით მოწოდებულ ინფორმაციას და რეალურად იყენებენ მას?

·        როგორ ხდება ადგილობრივი აგროკულტურის გაშუქება მედიის მიერ, მაგალითად, თაფლის წარმოება, მეცხოველეობა, მეაბრეშუმეობა, ველური მცენარეების გამოყენება  და ა.შ?

კვლევები განკუთვნილია საერთაშორისო კონფერენციისთვის და გარდა მატერიალური მხარდაჭერისა გამოქვეყნდება რეფერირებად სამეცნიერო გამოცემაში.

ინფორმაცია  საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო  კონფერენციის შესახებ იხილეთ ვრცლად:

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC), შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით და შვეიცარიის კომუნიკაციისა და მედია კვლევების ასოციაციაციასთან პარტნიორობით, აცხადებს სამეცნიერო სტატიების მიღებას საერთაშორისო რეფერირებადი კონფერენციისა და სამეცნიერო ჟურნალისათვის, NEXUS: A Journal of Mass Communication and Strategic Narratives-ის სპეციალური გამოცემისთვის.

📅 კონფერენციის თარიღები 10 -11 დეკემბერი, 2025 – ადამიანის და ცხოველთა უფლებების დაცვის (10) და   International Mountain Day/მთის საერთაშორისო დღე  (11), აღინიშნება გაეროს ეგიდით. აქცენტი კეთდება მთიან რეგიონებში ბიომრავალფეროვნების, კლიმატური ცვლილებებისა და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე, რომლებიც მიმართულია სოფლის მეურნეობის მდგრადობისთვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე.

კონფერენციის ცენტრალური თემაა, კლიმატგონივრული კომუნიკაცია და ჟურნალისტიკა, განსაკუთრებული აქცენტით სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვით თემატიკაზე. მივესალმებით შრომებს, რომლებიც განიხილავენ კლიმატურ ცვლილებებთან, აგროეკოლოგიასთან, ადგილობრივ ფერმერულ პრაქტიკებთან და აგროკულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ მედიაგაშუქებასა და საკომუნიკაციო პრაქტიკებს.

საქართველოს შემთხვევაში ნაშრომები მიიღება ქართულ და ინგლისურ ენებზე, სხვა ქვეყნების შემთხვევაში მხოლოდ ინგლისურ ენებზე. 

📌 სამეცნიერო სტატიები

  • გაივლის ორმაგ ბრმა რეფერირებას საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრების მიერ;
  • გამოქვეყნდება სამეცნიერო რეპოზიტორიუმში, როგორც კონფერენციის სპეციალური გამოცემა;
  • დაიბეჭდება ქართულ სამეცნიერო ჟურნალში NEXUS, რომელიც ინდექსირდება საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში.

🟢 მონაწილეობა და სტატიების გამოქვეყნება მკვლევრებისთვის სრულიად უსასყიდლოა.

 როგორ მიიღოთ მონაწილეობა:

📥 განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 2025 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
📄 მხოლოდ კვლევის მხარდაჭერის მისაღებად, საკონკურსო თემატიკაზე  გთხოვთ
შეავსოთ ეს ფორმა.

კონფერენციაში მონაწილებისთვის  გთხოვთ, გაგვიზიაროთ სტატია  დადგენილი ფორმით მაილზე info@jrc.ge :

🔗 სტატიის ფორმატის მოთხოვნები და დეტალები ხელმისაწვდომია ბმულზე.