ახალი ამბები
ევროსასამართლომ მთავრობას 20-21 ივნისს დაზარალებულთათვის €153 600 გადახდა დააკისრა

ევროსასამართლომ მთავრობას 20-21 ივნისს დაზარალებულთათვის €153 600 გადახდა დააკისრა

ე.წ გავრილოვის ღამის საქმეზე, 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის მონაწილეების დარბევის საქმეზე ევროსასამართლომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა დაადგინა და ამასთან ჯამში დაზარალებულთათვის ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა.

სასამართლოში წარდგენილი განმცხადებლის საქმე იყო წარდგენილი. საია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 22 პირს წარმოადგენდა, მათ შორის 11 ჟურნალისტს, აქციის მონაწილე 10 პირი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი 1 პირი.

წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მესამე მუხლის [წამების აკრძალვა] ;მეათე მუხლი [გამოხატვის თავისუფლება] ; მეთერთმეტე მუხლის [შეკრების და გაერთიანების თავისუფლება ] და მეცამეტე მუხლის დარღვევებზე დავობდნენ.

გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ევროსასამართლომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა დაადგინა და ამასთან ჯამში დაზარალებულთათვის ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა.

“სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ ჰქონია შესაბამისი ნებელობა და არ ჩაუტარებია ეფექტიანი გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობას დაადგენდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ 4-ნახევარი წლის შემდეგ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ არის მისული. სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული პირები პირდაპირ იყვნენ მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში. “სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი, არ არსებობს ოფიციალური, სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიისა და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლების ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადები იყვნენ, რაც ამ საქმეზე ასევე წარმოადგენდა პრობლემას” – თქვა პრესკონფერენციისას საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია , ამ დღეებში მიმდინარე აქციების პირობებშიც.

მოქალაქეები რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიან აქციებს მართავენ. აქციის დარბევისას სპეცრაზმი იყენებდა წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეი, ასევე მოქალაქეები ავრცელებენ ფოტოებს, სადაც ჩანს როგორც რეზინის ტყვიები , ისე მათ შედეგადა დაზარალებული პირები, თუმცა შსს რეზინის ტყვიების გამოყენებას ამ დრომდე უარყოფს.