ახალი ამბები
მკაცრად ვგმობთ საქართველოს მმართველი პარტიის განახლებულ მცდელობებს რუსული სტილის „უცხო აგენტის“ კანონის მისაღებად

მკაცრად ვგმობთ საქართველოს მმართველი პარტიის განახლებულ მცდელობებს რუსული სტილის „უცხო აგენტის“ კანონის მისაღებად

მედიის თავისუფლების პარტნიორი ორგანიზაციები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მმართველი პარტიის განახლებულ მცდელობებს რუსული სტილის „უცხო აგენტის“ კანონის მისაღებად რომელიც საფრთხეს შეუქმნის მედიის თავისუფლებას და სამოქალაქო სივრცეს ქვეყანაში – განცხადებას ამ შინაარსით პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ავრცელებს.

განცხადების მიხედვით ქართული ოცნების მიერ კანონპროექტის ხელახლა განხილვა ტეხს„ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების მიერ გასულ წელს მიცემულ გარანტიებს, რომ კანონმდებლობის ხელახალი შემოღება ან გადახედვა არ მოხდებოდა.

“მხოლოდ ფინანსური გამჭვირვალობის ბუნდოვანი საბაბი არ წარმოადგენს აღიარებულ ლეგიტიმურ მიზანს დამატებითი მარკირების, რეგისტრაციის ან ანგარიშგების მოთხოვნების დაწესების მიზნით. დამატებითი პასუხისმგებლობა და ბიუროკრატიული მოთხოვნები, რომლებიც თან ახლავს „უცხოური აგენტის“ სტატუსს, არღვევს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის რეგულარულ საქმიანობას, ეწინააღმდეგება მათ სამოქალაქო და ჟურნალისტურ ფუნქციებს. ასეთი ზომები დისკრიმინაციას ახდენს გარკვეული ორგანიზაციების მიმართ მათი დაფინანსების წყაროებიდან გამომდინარე და ქმნის გაუმართლებელ შეზღუდვებს.” – ვკითხულობთ განცხადებაში.