ახალი ამბები
ჯერ ქვიზი – შემდეგ შეგიძლია კომენტარიც დაწერო

ჯერ ქვიზი – შემდეგ შეგიძლია კომენტარიც დაწერო

NRKbeta  – ეს მედია ნორვეგიაში მუშაობს და ძირითადად მედიის, ტექნოლოგიებისა და ინტერნეტ სიახლეების შესახებ წერს. 2017 წელს გამოცემამ ექსპერიმენტი ჩაატარა.

მკითხველებს ვისაც სურდათ, რომ მედიის მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე კომენტარი დაეწერათ, ჯერ სავალდებულო ტესტი უნდა გაევლოთ. 

მედია ქვიზს მხოლოდ იმ მასალებთან დაკავშირებით იყენებდა, სადაც ალბათობა იყო იმისა, რომ “ბნელი კომენტარები” დაწერილიყო. 

“მომხმარებლების “იძულება”, რომ ცოტა მეტი დრო დაუთმონ იმ კომენტარზე ფიქრს, რომელიც გამოქვეყნებასაც აპირებენ, ასევე ეხმარება მათ  მეტი იფიქრონ კომენტარის ტონზე” – უთხრა NRKbeta-ს რედაქტორმა მარიუს არნესენმა Harvard’s Nieman Lab-ს.

ექსპერიმენტიდან 6 თვის შემდეგ – შეჯამება

აღმოჩნდა რომ ამ პერიოდის განმავლობაში ქვიზი ბევრმა ადამიანმა გაიარა- არა მხოლოდ მათ ვისაც კომენტარის დატოვება სურდათ, არამედ  მათაც ვისაც უბრალოდ სტატიის წაკითხვის შემდეგ თავიანთი თავის გადამოწმება სურდათ. 

თავად გამოცემა მასალაში 14 ქვიზის სტატისტიკას გვიზიარებს: 

გამოცემის განმარტებით 72 % -ის შემთხვევაში მკითხველებმა ქვიზზე არასწორი პასუხები დააფიქსირეს. თუმცა, გამოცემა ვარაუდობს, რომ მსგავსი მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა, სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე მოდიოდეს, რომლებისთვისაც ნორვეგიული ენა დაბრკოლება შეიძლება ყოფილიყო.