ახალი ამბები
კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას გამოიძიოს TOK TV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის შემთხვევა

“პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მედიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა სერიოზულ კითხვებს აჩენს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებასა და პრესის თავისუფლებასთან მიმართებით”- მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება პოლიციის მხრიდან რეგიონული მედიის TOK TV-ს ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტს.

კოალიციის განცხადებით, მსგავსი ინციდენტი ზღუდავს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას.

რა მოხდა?

TOK TV -ის ჯგუფს პოლიციამ მუშაობაში ხელი შეუშალა. პოლიციამ TOK TV-ის ჯგუფი არ დაუშვა ადგილზე, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების და საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ადიგენში ადგილობრივი მოსახლეობა მუსლიმთა სალოცავის გახსნის მცდელობას აპროტესტებდა. სწორედ ამ საკითხის გასაშუქებლად მივიდა ადგილზე TOK TV-ის გადამღები ჯგუფი.

რატომ არ შეიძლება რომ ჩავიდე – არ შეიძლება, რატომ? – იმიტომ – ასე პასუხობდა პოლიცია TOK TV-ის ჟურნალისტს.