ახალი ამბები
რუსეთის ციხეში უკრაინელი ჟურნალისტს მდგომარეობა უარესდება – მას ხელი არ მიუწვდება სამედიცინო სერვისებზე

რუსეთის ციხეში უკრაინელი ჟურნალისტს მდგომარეობა უარესდება – მას ხელი არ მიუწვდება სამედიცინო სერვისებზე

 უკრაინელი ჟურნალისტის ირინა დანილოვიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 2022 წლის აპრილში ანექსირებულ ყირიმში რუსეთის FSB -მ დააკავა უარესდება. 

ნევროლოგიური პრობლემები, თავის ტვინის დაზიანება, სმენის დაქვეითება… უკრაინელი ჟურნალისტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტის მამაზე დაყრდნობით “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” ავრცელებს. 

ჟურნალისტი 2022 წლის 29 აპრილს ყირიმში, პატარა ქალაქ კოკტებელში, ავტობუსის გაჩერებაზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) წევრებმა გაიტაცეს. რვა თვის შემდეგ რუსეთის სასამართლომ მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 50 000 რუბლით დააჯარიმა. სასამართლო მას “ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო დამზადების, ტრანსპორტირებას ან ფლობას” ედავება. 

ამ დროიდან  მოყოლებული მას ხელი არ მიუწვდება ახლობლების მიერ გაგზავნილ მედიკამენტებზე. ჟურნალისტისთვის რეგულარული სამედიცინო საჭიროების შესახებ RSF ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბერში წერდა. 

„რუსული საოკუპაციო ძალების მიერ მისი დაკავების და მოჩვენებითი სასამართლო პროცესის დასრულების შედეგად მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ირინა დანილოვიჩს ართმევენ მედიკამენტებს… რუსეთის ხელისუფლებას დაეკისრება პასუხისმგებლობა მის სიკვდილზე, თუ ის არ გათავისუფლდება და არ ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა” – ამბობს ჟან კაველიე RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი. 

ფოტო: RSF