ჩვენზე
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის

ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის პრაღაში ათდღიან ინტენსიურ კურსზე მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. სტიპენდია Bakala Foundation-ის მიერ არის გამოცხადებული.

კურსის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მედიის შესახებ არსებულ ახალ ტენდენციებსა და მეთოდებს სემინარების, ვორქშოფებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით.

პროგრამას უძღვებიან პროფესიონალები ისეთი ცნობილი საერთაშორისო მედია საშუალებებიდან და სააგენტოებიდან, როგორიცაა CNN, The New Yorker, Bloomberg, Reuters, Associated Press და სხვები.

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

  • ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ მინიმუმ ორი სემესტრი და აქვთ მოტივაცია იმუშაონ ჟურნალისტიკის სფეროში.
  • სხვა დისციპლინის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება მედია სფეროში.
  • მონაწილეები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.

განცხადებების მიღება შესაძლებელია შემდეგი ქვეყნებიდან:

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 3 აპრილია. აპლიკანტებს ჟიური არჩევს და შერჩეულ კანდიდატებს ინფორმაციას უგვიანეს 13 მაისამდე მიაწოდებენ.

პროგრამის ფარგლებში Bakala foundation ფარავს კურსზე დასწრების ხარჯებს, მათ შორის პრაღაში გამგზავრებას, კვებას და დაბინავებას. საჭიროების შემთხვევაში ვიზის მოსაკრებელს.

აპლიკაციის შევსება შეგიძლიათ აქ:

აპლიკაციის ფორმა:

დეტალური ინფორმაციის სანახავად კი ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს – http://tinyurl.com/wu8a72mv