FACT/FAKE
ჰყავს თუ არა მსოფლიო ეკონომიკის ფორუმს საკუთარი პოლიცია

ჰყავს თუ არა მსოფლიო ეკონომიკის ფორუმს საკუთარი პოლიცია

2023 წლის 1 ოქტომბერს სოციალური ქსელის მომხმარებელი Gia Gia Gia სოციალურ ქსელში ამ ფოტოებს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს საკუთარი პოლიცია ჰყავს. რეალურად, მის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და აი რატომ. 

რას არის და რას საქმიანობს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი?

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი საჯარო და კერძო თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციაა. ის 1971 წელს დაარსდა, როგორც არაკომერციული ფონდი. მისი სათავო ოფისი ჟენევაში, შვეიცარიაში მდებარეობს. ფორუმი სახელმწიფო მეთაურებს, მინისტრებს და პოლიტიკის შემქმნელებს, ექსპერტებსა და აკადემიკოსებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ახალგაზრდებს, ტექნოლოგიების ნოვატორებს აერთიანებს პოზიტიური ცვლილებების გატარების მიზნით, მაგალითად ისეთ თემებზე, როგორიცაა როგორიცაა ენერგია, კლიმატი, ბუნება და სხვა. 2022 წლის 22-26 მაისს დავოსში რიგით 52-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. 

ვინ (არ) იცავს შეხვედრის უსაფრთხოებას? 

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის უსაფრთხოდ ჩასატარებლად შვეიცარიის არმიის 5 000-ზე მეტი ჯარისკაცია მზადყოფნაში – ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია თავად შეიარაღებული ძალების ოფიციალურ გვერდზე. 

ამავე გვერდზე მითითებულია, რომ უსაფრთხოებას გრაუბუნდენის კანტონის [ შვეიცარიის ფედერაციის შემადგენელი ადმინისტრაციული ერთეულები] პოლიციაც უზრუნველყოფს. სწორედ  გრაუბუნდენის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს დავოსიც. 

მეორე სამხრე ნიშანი, რომელიც ფოტოში ჩანს, სწორედ გრაუბუნდენის უსაფრთხოების სამსახურს წარმოადგენს. 

თარგმანი: საიდენტიფიკაციო სამკერდე ნიშანი: თითოეულ სპეციალურ დანაყოფს აქვს საკუთარი სამკერდე ნიშანი

ასევე, როგორც გამოცემა REUTERS-თან გრაუბუნდენის პოლიციის წარმომადგენელმა განმარტა WEF-ს პოლიცია არ ჰყავს, ხოლო სამკერდე ნიშანი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წარწერით მისი თქმით ყოველწლიურად მზადდება. “ეს ემსახურება გუნდურ სულისკვეთებას ყოველწლიური შეხვედრის დროს გამოსაყენებლად.” 

ინფორმაცია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი პოლიციას ფლობს, არ იძებნება ღია სანდო წყაროებშიც, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არაა გამოქვეყნებული თავად WEF-ის საიტზეც.