ჩვენზე
300 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული გადამზადების ცენტრი – USAID-სა და ელემენტ ჰოლდინგის თანამშრომლობა

300 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული გადამზადების ცენტრი – USAID-სა და ელემენტ ჰოლდინგის თანამშრომლობა


USAID-ის პროგრამასთან, ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის”, თანამშრომლობის ფარგლებში ელემენტ ჰოლდინგი პროფესიული განათლების მომზადებისა და გადამზადების ცენტრს ხსნის. ცენტრში 300-მდე სტუდენტის გადამზადდება იქნება შესაძლებელი და იქ ისინი 13 სხვადასხვა მიმართულებას შეისწავლიან. მათ შორის: გათბობა-ვენტილაციის, კარკასული მშენებლობის, შრომის უსაფრთხოების, მშენებლობის ხარისხის მართვის და სხვა. აღნიშნული პროგრამების შერჩევას წინ უძღოდა სამშენებლო სექტორის მოთხოვნების კვლევა, რომლის ფარგლებში დამსაქმებლებმა მათთვის საჭირო და დეფიციტური პროფესიები დაასახელეს.