ახალი ამბები
„რა? სად? როდის? ევროპის შესახებ –  ტურნირი ევროკავშირის ორგანიზებით ახალგაზრდებისთვის

„რა? სად? როდის? ევროპის შესახებ – ტურნირი ევროკავშირის ორგანიზებით ახალგაზრდებისთვის

მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონების შვიდ მუნიციპალიტეტში პოპულარული თამაში „რა? სად? როდის?“ ევროპის შესახებ ჩატარდა, რომელშიც ერთდროულად 106 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. 2024 წლის დასაწყისიდან მარათონი საქართველოს სხვა რეგიონებში, მათ შორის ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გაგრძელდება.