მედიაგანათლება
ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციას (IFJ) მისი „კორუფციული საქმიანობის“ მოტივით სკანდინავიის ქვეყნები ტოვებენ – Reuters

ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციას (IFJ) მისი „კორუფციული საქმიანობის“ მოტივით სკანდინავიის ქვეყნები ტოვებენ – Reuters

ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციას (IFJ) მისი „კორუფციული საქმიანობის“ მოტივით სკანდინავიის ქვეყნები ტოვებენ – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სკანდინავიური პროფკავშირების უკანასკნელი იმედგაცრუება გამოწვეული იყო იმით, რომ IFJ-მ არ მიიღო ზომები რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წინააღმდეგ, რომლებმაც რეგიონალური ჟურნალისტთა ასოციაციები შექმნეს უკრაინის ტერიტორიაზე.

ნორვეგიის ჟურნალისტთა კავშირის ლიდერმა დაგ იდარ ტრიგესტადმა თქვა, რომ პროფკავშირები წლების განმავლობაში იბრძოდნენ IFJ-ის არჩევნებზე დემოკრატიული წესების დანერგვისთვის, ასევე გადაწყვეტილებებისა და ხარჯების შესახებ გამჭვირვალობისთვის.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ), რომელიც 146 ქვეყნის 600 000 ჟურნალისტს აერთიანებს ბრალდებები დაგმო და მას “ცრუ, ცილისმწამებლური და დამაზიანებელი” უწოდა.

ორგანიზაციაში რუსული გავლენები ჯერ კიდევ 2020 წელს გააპროტესტეს ქართველმა ჟურნალისტებმა, როდესაც ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ-მ) აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, წევრი ქვეყნების სიაში შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) წევრობა მსგავსი მიზეზით შეიჩერა. კერძოდ, ალიანსმა არ დაუჭირა მხარი უკრაინის პრესის საბჭოს მოთხოვნას, გაერიცხათ ალიანსიდან რუსეთის პრესის საბჭო. შედეგად ალიანსი დატოვა უკრაინის პრესის საბჭომ.