ვინ ულოცავს პუტინს დაბადების დღეს? 

ვინ ულოცავს პუტინს დაბადების დღეს? 

გერმანიის ფედრალური პარლამენტის ბუნდესტაგის კედელზე პუტინის დაბადებისდღისთვის მისალოცი ტექსტი შემდეგი წარწერით გამოჩნდა: 

“Россия сделает все, чтобы образумить горячие головы Запада”! – “რუსეთი ყველაფერს გააკეთებს დასავლეთში თავგახურებულების გონზე მოსაყვანად”

სოციალურ ქსელში ინფორმაცია ისე გაავრცელეს, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს პერფორმანსი გერმანიის მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული. 

ვინ [არ] მიულოცა პუტინს დაბადების დღე რეალურად? 

ინფორმცია, რომ მისალოცი ტექსტის კედელზე გაშვება გერმანიის მთავრობის იდეით  იყო ორგანიზებული ,  სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული, JRC-ის კითხვის საპასუხოდ, ოფიციალური მეილით უარყო გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა. 

“ეს ინფორმაცია არასწორია. გერმანიის მთავრობა აბსოლუტურად არ იყო ინფორმირებული ან ჩართული ამ საზიზღარ ინციდენტში. ” – წერია მეილში. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოში ხალხის ძალიან მცირე რაოდენობა ჩანს და ის არ გამოხატავს არც გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობის შეხედულებას.