FACT/FAKE
![<strong>ცხადდება თუ არა საქართველოში სამდღიანი გლოვა ყირიმის ხიდის აფეთქების გამო? </strong> <strong>ცხადდება თუ არა საქართველოში სამდღიანი გლოვა ყირიმის ხიდის აფეთქების გამო? </strong>](https://jrc.ge/wp-content/uploads/2022/10/ყირიმის-ხიდი.jpeg)
ცხადდება თუ არა საქართველოში სამდღიანი გლოვა ყირიმის ხიდის აფეთქების გამო?
“ყირიმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო საქართველოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება და დროშები დაეშვება” – ინფორმაცია ამის შესახებ 2022 წლის 9 სექტემბერს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ” მრისხანე ბაბუაწევერა” გაავრცელა. ინფორმაციის საილუსტრაციოდ მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის Twitter ანგარიშის ვიზუალით გაყალბებული სქრინი მოჰყავს.
რეალურად ირაკლი ღარიბაშვილის Twitter-ზე ბოლო პოსტი 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა და ის ღარიბაშვილისა და ევროკომიისიის პრეზიდენტის შეხვედრას ეხება.
გავრცელებული ინფორმაცია, უარყვეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურშიც. მსგავსი შინაარისის ინფორმაცია არ იძბენება არც მთავრობის გვერდზე და არც სხვა სანდო წყაროებში.
jrc
0