ახალი ამბები
წინაპრების საფლავებს ვეღარ ვიპოვით- შუქრუთის მცხოვრები

წინაპრების საფლავებს ვეღარ ვიპოვით- შუქრუთის მცხოვრები

“გვენგრევა სახლ-კარი, გვენგრევა ყველაფერი, სასაფლაოები ჩაინგრა, წინაპრების საფლავებს ვეღარ ვიპოვით, ეკლესია ინგრევა, სკოლა დაინგრა”;

“იმხელა ნაპრალები გაჩნდა ფანარი, რომ ჩავანათოთ შუქი არ ჩადის ბოლომდე”;

“იქ ცხოვრება ფიზიკურად გაუსაძლისია” ;

ამბობენ შუქრუთელები, რომლებიც 11 სექტემბრიდან მოყოლებული აქციებს პარლამენტთან მართავენ, მთავრობიდან მათთან ამ დრომდე არავინ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მედიაციის პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. მათ კომპანიისგან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, კომპენსაციების მიღება სურთ.

“ჯორჯიან მანგანეზი” ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში ამტკიცებს, რომ კომპენსაციები გაცემული აქვს-ჯამურად 12 მილიონი ლარი. აქციის მონაწილეებს “რადიკალურ ჯგუფებს” უწოდებს და რიგ შემთხვევაში კომპენსაციების გაუცემლობაშიც მათ ადანაშაულებს.

პასუხების მისაღებად თუ რა ფორმითაა ჩართული მუნიციპალიტეტის საკითხის გადაწყვეტაში ჭიათურის მერიას დავუკავშირდით, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.