ქართული ოცნება მონაცემთა ბაზას ქმნის – მათთვის ვინც, ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებშია ჩართული ან ამ ქმედებებს „საჯაროდ იწონებს”
ქართული ოცნება მონაცემთა ბაზას ქმნის – მათთვის ვინც, ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებშია ჩართული ან ამ ქმედებებს „საჯაროდ იწონებს” – ამის შესახებ ინფორმაცია შალვა პაპუაშვილმა გაავრცელა.
მისი თქმით, მონაცემთა ბაზაში შესული ადამიანების წინააღმდეგ “კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში” მიღებული იქნება ზომები, რომ მათი ქმედებები რეაგირების გარეშე არ დარჩეს.
“ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირების წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე”- თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მისი განმარტებით, ბაზაში შევა ის ადამიანებიც, ვინც “საჯაროდ იწონებენ” მისივე შეფასებით, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.