ჰუმანიტარული დახმარება, თუ უკრაინული მაღაზიებიდან მოპარული პროდუქტი? – რა დაარიგეს კადიროველებმა

ჰუმანიტარული დახმარება, თუ უკრაინული მაღაზიებიდან მოპარული პროდუქტი? – რა დაარიგეს კადიროველებმა

“Борошно” , “Лікарська”  – პროდუქტებზე ამ უკრაინულ წარწერებს იმ ვიდეოში ვხედავთ, რითაც კადიროვს სურს დაამტკიცოს, რომ  უკრაინაში მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებს.  უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო კადიროვის ვიდეოსთან დაკავშირებით ტელეგრამზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას “კადიროველები” გაძარცვული უკრაინული მაღაზიებიდან არიგებენ, გერაშენკოს ამის საილუსტრაციოდ ვიდეოდან რამდენიმე ფოტო მოაქვს.  ფოტოების აღწერაში კი წერს შემდეგს:  “შედით ქალაქებში, დაბომბეთ ისინი,...

აკრძალა თუ არა გერმანიამ უკრაინის დროშები? 

აკრძალა თუ არა გერმანიამ უკრაინის დროშები? 

2022 წლის 8 მაისს მალხაზ ხაბაზმა სოციალურ ქსელში მანიპულაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა. მისი თქმით, “უკრაინასა და გერმანიას შორის დაძაბული მდგომარეობა, კიდევ უფრო დაიძაბა, შოლცმა 8-9 მაისს აკრძალა უკრაინის დროშების და სხვა სიმბოლიკების გამოყენება, ეს იყო გერმანიის პასუხი უკრაინას მის ქმედებაზე.”  რა მოხდა სინამდვილეში? 8-9 მაისს ევროპაში [გერმანიაში] მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან და ნაციონალ-სოციალიზმისგან გერმანიის განთავისუფლების 77 წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით...

ვის ჭრის თავს თავისმოჭრის ვიდეო?

ვის ჭრის თავს თავისმოჭრის ვიდეო?

რუსულ ონლაინმედია სივრცეში და ტელეგრამ არხებზე აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც უკრაინულ სამოსში გამოწყობილი ქალი მამაკაცს ნამგლით ჭრის ყელს. თქვენ ვერასდროს დაბრუნდებით სახლში, მოგესალმებით ჯოჯოხეთში – მიმართავს მსახიობი რუს ჯარისკაცებს და ამბობს, რომ უკრაინაში დაღვრილი სისხლის გამო მათ [რუსებს] ყველას მოკლავენ.  ეს ვიდეო გავრცელდა საქართველოშიც. მაგალითად ფეისბუქ გვერდზე ფანტინა  შემდეგი აღწერით – “ახალი უკრაინული კლიპი ეროვნულობაზე, რომელიც აქტიურად ტრიალებს მათ სატელევიზიო...

ქართველი ფოტოგრაფის კადრის გამოყენება მარიუპოლის ამბების გაყალბებისთვის

ქართველი ფოტოგრაფის კადრის გამოყენება მარიუპოლის ამბების გაყალბებისთვის

“როგორ ზრდიან ბავშვებს ტერორისტები” – ამ სათაურით მასალა რუსულ მედიაში ანა ლიუბერცევამ 2022 წლის 11 აპრილს გამოაქვეყნა. ნიუსის მიხედვით, “რვა წლის განმავლობაში ნაცისტური აზოვის პოლკი მეთვალყურეობდა პილიგრიმის ბავშვთა სახლს მარიუპოლში. ეხმარებოდა, კვებავდა და ამავდროულად, ასწავლიდა.” – ამის საილუსტრაციოდ კი მასალაში ეს ფოტოა გამოყენებული. რეალურად ფოტო, რომლითაც ჟურნალისტი გვიმტკიცებს, რომ მარიუპოლის თავშესაფარში ბავშვების სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს 2014 წლის 27 სექტემბერს უკრაინის...