JRC DataFest Tbilisi 2026-ზე: ხელოვნური ინტელექტი, მედიის მომავალი და ახალი შესაძლებლობები ჟურნალისტიკისთვის

26–28 ნოემბერს თბილისი მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ფესტივალს, DataFest Tbilisi 2026-ს უმასპინძლებს. საიუბილეო, მეათე ფესტივალის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მედიის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებასა და ჟურნალისტიკის მომავალს. ფესტივალის მომხსენებლებს შორისაა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) თანადამფუძნებელი ნათია კუპრაშვილი, ხოლო მედიაპარტნიორებს შორის — JRC-ის მხარდაჭერით შექმნილი ხელოვნური ინტელექტის თემატური მედიაპლატფორმა AINews.ge. DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი […]

JRC-ის წევრი და პარტნიორი რეგიონული მედიის წარმომადგენლები სტრასბურგში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს დაესწრნენ

წელს ფორუმმა სხვადასხვა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააერთიანა დემოკრატიის თანამედროვე გამოწვევებისა და მისი მომავლის შესახებ მსჯელობისთვის. რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დისკუსიებმა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, საინფორმაციო გარემოს ტრანსფორმაციას, ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობებსა და დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობას შეეხებოდა. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის თანათავმჯდომარისა და ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ხელმძღვანელის, გერმანე სალიას განცხადებით, ფორუმი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა […]

დასრულებული პროექტები

2022 წელი – მტრულ გარემოში მოვლენების გაშუქება, პირველადი დახმარების აღმოჩენა, სტრესის მართვის ტექნიკები, პერსონალიზებული რისკების შეფასება, ციფრული უსაფრთხოება – საქართველოში პირველად, ჟურნალისტებისთვის 3 დღიანი HEFAT-ის კურსი EU4IM_მ JRC -სთან პარტნიორობით ჩაატრა. HEFAT-ის კურსი იმ გადაუდებელი დახმარების პროგრამის ნაწილია, რომელიც EU4IM-მა უკრაინაში რუსული აგრესიის საპასუხოდ, კონფლიქტის ზონებიდან უსაფრთო გაშუქებისთვის შეიმუშავა. კურსის ფარგლებში 12 მოქმედი ქართველი ჟურნალისტი უკვე გადამზადდა. 2022 წელი – […]

მისია

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC) 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს ლოკალური დემოკრატიების განვითარების მიმართულებით, სამ ძირითად დონეზე: განათლება (ვავითარებთ ჟურნალისტური განათლების პროგრამებს) წარმოება (ვართ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორები და გვაქვს თანაწარმოება DW -სთან , BBG- სთან Open Media Hub -თან და სხვა) და განვითარება (ვმუშაობთ ძირითადად რეგიონული მედიის განვითარებისთვის, ამ მიზნით ასევე ვავითარებთ რეგიონულ ჟურნალისტურ სკოლებს). JRC არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის აქტიური […]