JRC-ის წევრი და პარტნიორი რეგიონული მედიის წარმომადგენლები სტრასბურგში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს დაესწრნენ

წელს ფორუმმა სხვადასხვა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააერთიანა დემოკრატიის თანამედროვე გამოწვევებისა და მისი მომავლის შესახებ მსჯელობისთვის. რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დისკუსიებმა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, საინფორმაციო გარემოს ტრანსფორმაციას, ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობებსა და დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობას შეეხებოდა. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის თანათავმჯდომარისა და ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ხელმძღვანელის, გერმანე სალიას განცხადებით, ფორუმი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა […]