რა მიზეზით აქცია ზურგი დამსწრეთა ნაწილმა აშშ-ს წარმომადგენელს და ვინ მანიპულირებს ვიდეოთი?

2022 წლის 19 ოქტომბერს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ვიდეო გაავრცელა შემდეგი აღწერით: “გაეროს საბჭოში გამოსვლისას აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა მსმენელთა სახეები ვერ დაინახა, რადგან დამსწრეთა უმეტესობამ მას ზურგი აქცია. მიზეზი აშშ-ის მიერ ისრაელის ღია მხარდაჭერაა ღაზას სექტორში [ისრაელის] გენოციდური პოლიტიკის მიმართ”. მსგავსი შინაარსით აღნიშნული ვიდეო გაავრცელა ქართველმა მომხმარებელმაც. რა მიზეზით აქცია ზურგი დამსწრეთა ნაწილმა აშშ-ს წარმომადგენელს? ვიდეო ჟენევაში 2023 წლის 18 ოქტომბერს […]

რას ნიშნავს რეალურად საკვებ პროდუქტზე დატანილი სიმბოლო ბაყაყის გამოსახულებით?

სოციალურ ქსელში სხვადასხვა პროდუქტზე დატანილი ბაყაყის სიმბოლოზე დეზინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ყალბი ამბის მიხედვით, მსგავსი ეტიკეტის მქონე პროდუქტი თითქოსდა საწამლავს შეიცავს. მაგალითად ფოტოები ვრცელდება მსგავსი აღწერებით: რა არის ტროპიკული ტყეების ალიანსი? Rainforest Alliance არის გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანიც არის პასუხისმგებლობიანი ბიზნეს პრაქტიკის პოპულარიზაცია სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სფეროებში. ორგანიზაცია ამ მიმართულებით 60-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. რეალურად რაზე მიუთითებს მომხმარებელს […]

აქვეყნებს თუ არა პოლონური ჟურნალი ნომერს ანტიუკრაინული ყდით? 

” ეს ნამდვილად არ არის ჩვენი [ ჟურნალის ] გარეკანი. ყალბი ნამუშევარია და დეზინფორმაციის ნაწილია, მსგავსი რამ ძალიან ადვილად ვრცელდება.” – ეს წერილი ჩვენი კითხვის საპასუხოდ პოლონური გაზეთის Polityka-გან მივიღეთ. ჩვენი კითხვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც, Polityka-მ ნომერი ანტიუკრაინული ყდით გამოაქვეყნა. რა მოხდა? დეზინფორმაცია, რომ პოლონურმა გამოცემამ ჟურნალი ანტიუკრაინული ყდით გამოუშვა სოციალურ ქსელში 2023 წლის 28 იანვარს […]

სოციალურ ქსელში ზელენსკიზე დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ზელენსკიზე დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება  “უკვე მასხარაზე ყველგან იცინიან” – ამ აღწერით დამონტაჟებული ყალბი ვიდეო სოციალურ ქსელში კობა კუსიანმა 15 თებერვალს გაავრცელა.  ვიდეოა ისეა დამონტაჟებული, რომ თითქოს KCCI -ის ჟურნალისტები ლორა ტერელი და ტოდ მეგელი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის გამოსვლაზე იცინიან.  რეალურად, კი ზელენსკის ვიდეო 2023 წლის 8 თებერვლით თარიღდება და მის დიდი ბრიტანეთის პარლამენტისთვის მიმართავს ასახავს.  ხოლო ვიდეო, […]

უკავშირდება თუ არა Qantas-ის აღმასრულებელ დირექტორისთსვის სახეში ტორტის “შეზელა” Covid-19-ს? 

ვიდეო სადაც, ავიაკომპანია Qantas-ის აღმასრულებელ დირექტორისთსვის სახეში ტორტის “შეზელა ჩანს” – 2023 წელს სოციაულური ქსელის მომხმარებლემა ამ ტექსტით გააზიარა: “ავიაკომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც დააწესა COVID-19 ვაქცინის მანდატები” – საქმე ისაა, რომ ვიდეო დაახლოებით 5 წლის წინაა გაადღებული, და კორონავირუსთანა არანაირი კავშირი არ აქვს.   რა მოხდა?  ვიდეო რეალურად  კოვიდპანდემიის დაწყებამდე წლებით ადრეა გადაღებული და Covid-19-თან და ვაქცინასთან საერთო არაფერი აქვს.  […]

დეზინფორმაცია, თითქოს გერმანიაში ენერგოკრიზისია

“ფოტოზე ჩანს რეკვიზიტი – შეშა, რომელსაც 2019 წლის შემდეგ ვიყენებთ სარეკლამოდ” – ასე უპასუხა ლიდიმ JRC-ს , როცა ჩვენ მაღაზიის ქსელთან პრორუსული წყაროებზე გავრცელებულ ფოტოს ვამოწმებდით.  რა მოხდა?  2022 წლის ნოემბერში სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციით, გერმანიაში უკრაინის ომის ფონზე დაწესებული სანქციების პირობებში ენერგოკრიზისია, რის გამოც მოსახლეობას შეშით გათბობა უწევს. ამის საილუსტრაციოდ კი ქსელში ეს ფოტო ვრცელდება აღწერით: ” გერმანია ზამთრისთვის ემზადება” […]

ვინ ულოცავს პუტინს დაბადების დღეს? 

გერმანიის ფედრალური პარლამენტის ბუნდესტაგის კედელზე პუტინის დაბადებისდღისთვის მისალოცი ტექსტი შემდეგი წარწერით გამოჩნდა:  “Россия сделает все, чтобы образумить горячие головы Запада”! – “რუსეთი ყველაფერს გააკეთებს დასავლეთში თავგახურებულების გონზე მოსაყვანად” სოციალურ ქსელში ინფორმაცია ისე გაავრცელეს, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს პერფორმანსი გერმანიის მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული.  ვინ [არ] მიულოცა პუტინს დაბადების დღე რეალურად?  ინფორმცია, რომ მისალოცი ტექსტის კედელზე გაშვება გერმანიის მთავრობის იდეით  იყო […]

იბარებს თუ არა კლინიკა სისხლს, მხოლოდ ,,სუფთა სისხლის” უკრაინელებისგან

” ჩვენ არ ვახდენთ დისკრიმინაციას ჩვენი დონორებს წარმოშობის მიხედვით “ – უკრაინის რეპროდუქციული მედიცინის ინსტიტუტმა ეს წერილი  იმ რუსული დეზინფორმაციის საპასუხოდ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ისინი ” ბიომასას მხოლოდ სუფთა სისხლის უკრაინელებისგან, იღებენ რომლებსაც არ ჰყავთ ნათესავები რუსეთიდან“.  ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას?  “კიევის რეპროდუქციული მედიცინის კლინიკა: „ბიომასალა მიიღება მხოლოდ სუფთა სისხლის უკრაინელებისგან, რომლებსაც არ ჰყავთ ნათესავები რუსეთიდან“. აშკარად არ არის ნაციზმი უკრაინაში.” […]

შეაჩერა თუ არა მუშაობა უკრაინაში წითელმა ჯვარმა? 

2022 წლის 10 ოქტომბერს რუსულ მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაციით, წითელი ჯვარი უკრაინაში მუშაობას წყვეტს. ამის დასამტკიცებლად მათ reuters სტატია მოჰყავთ.  თუმცა, reuters-ის სტატიით ირკვევა, რომ რუსეთის მედიებმა ამჯერადაც მიმართეს პროპაგანდისტულ მანიპულაციას და დამალეს მთავარი –  სტატიის მიხედვით, რუსეთის მიერ რაკეტების გასროლამ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ჰუმანიტარული ორგანიზაციების ადგილზე მუშაობა შეაფერხა და არა სრულად გააჩერა.  “თავდასხმების ტალღამ, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღო რუსეთმა, გავლენა მოახდინა […]

ცხადდება თუ არა საქართველოში სამდღიანი გლოვა ყირიმის ხიდის აფეთქების გამო? 

“ყირიმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო საქართველოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება და დროშები დაეშვება” – ინფორმაცია ამის შესახებ 2022 წლის 9 სექტემბერს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ” მრისხანე ბაბუაწევერა” გაავრცელა.  ინფორმაციის საილუსტრაციოდ მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის Twitter ანგარიშის ვიზუალით გაყალბებული სქრინი მოჰყავს.  რეალურად ირაკლი ღარიბაშვილის Twitter-ზე ბოლო პოსტი 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა და ის ღარიბაშვილისა და ევროკომიისიის პრეზიდენტის შეხვედრას ეხება.  გავრცელებული ინფორმაცია, უარყვეს მთავრობის ადმინისტრაციის […]