ახალგაზრდები, რომლებიც მწვანე ცვლილებებს ქმნიან – ხობი და ფოთი

ლუკა ქარცხია 16 წლისაა. იგი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ცხოვრობს და იქვე, მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს. ლუკამ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN – სენი) მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და 35-მდე თანატოლთან ერთად „მწვანე ჩემპიონების“ რვათვიანი პროგრამა გაიარა. იდეების კონკურსში ლუკას იდეა 9 საუკეთესო იდეას შორის აღმოჩნდა და უკვე ერთი თვეა, მის სკოლაში მზის პანელები დამონტაჟდა. შედეგად, თუ საგანმანათლებლო […]

NATO- საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობები – ინტერვიუ ალექსანდრ ვინნიკოვთან

როგორია ნატო-საქართველოს ურთიერთობები დღეს? რამდენად იმოქმედა უკრაინის ომმა ქართველი ხალხის განწყობაზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით? როგორ აგრძელებს ნატო კონსტრუქციულ ჩართულობას იმ ფონზე, როდესაც იზრდება შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის შესახებ? გთავაზობთ ინტერვიუს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, ალექსანდრ ვინნიკოვთან.

სათვალე – 371

ახალი მომენტუმი ნატოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის თანამშრომლობისთვის რაზე მეტყველებს ნატოს გენ. მდივნის მოადგილის, რადმილა შეკერინსკას, შეხვედრები სამხრეთ კავკასიაში, ნატო-საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობები და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ნატოს პარტნიორობის ანალიზი. გადაცემაში გთავაზობთ ინტერვიუებს:

როგორ უკავშირდება კოლექტიური უსაფრთხოება განათლებას, სტაბილურობასა და საზოგადოებრივ მდგრადობას?

რესპონდენტი: შორენა ლორთქიფანიძე, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

ნატოს გენ. მდივანის მოადგილე სომხეთსა და აზერბაიჯანში – ალიანსის პოლიტიკა კავკასიელ პარტნიორებთან

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ბოლოდროინდელი ვიზიტები სომხეთსა და აზერბაიჯანში, საქართველო მიმდინარე დიალოგში და დახმარება, რომელსაც ნატო პარტნიორებს აღმოუჩენს. ინტერვიუ კრისტიან მეზაროშთან, ნატოს პარტნიორობისა და გლობალურ საქმეთა დირექტორთან.

ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების მშენებლობა – ახალი მომენტუმი სომხეთსა და აზერბაიჯანში

რა პროგრამებსა თუ მეთოდებს იყენებს ნატო სომხეთსა და აზერბაიჯანთან მედეგობის გასაზრდელად და მათი თავდაცვისა და ნატოსთან საერთო პარტნიორობის გასაძლიერებლად? მოახლოებული არჩევნები სომხეთში, ჰიბრიდული ოპერაციები და ნატოს პასუხი რუსეთიდან მომავალ კონკრეტულ საფრთხეებზე? ინტერვიუ პირს კაზალეტთან – ნატოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის დირექტორი.

ფოთის კოლეჯ „ფაზისში“ მზის პანელების მონტაჟის სასწავლო პროგრამის დანერგვა იგეგმება

„ჩვენ ვართ პირველი თაობა, რომელიც კლიმატის ცვლილებას გრძნობს და უკანასკნელი თაობა, რომელსაც შეუძლია რაიმეს გაკეთება,“ — ეს სიტყვები თქვა ამერიკის ექსპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2015 წელს, პარიზში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP21) გამოსვლის დროს. კლიმატის ცვლილება დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. იზრდება ტემპერატურა, ხშირდება სტიქიური მოვლენები, დნება მყინვარები და ზღვის დონე მატულობს. ეს პროცესები საფრთხეს უქმნის როგორც ეკოსისტემებს, ისე ადამიანების […]

ციფრული ელჩები ხობსა და ფოთში: ახალგაზრდები მოქალაქეებს ონლაინ სერვისებს ასწავლიან

ბანკში რიგში დგომა, საჯარო სერვისების ოფისებში სიარული და გაურკვეველი ფორმები ბევრისთვის ყოველდღიური რეალობაა. თუმცა, მაშინ, როცა სერვისების დიდი ნაწილი უკვე ერთ ღილაკზე დაჭერით არის ხელმისაწვდომი, მოქალაქეების ნაწილი ციფრულ სივრცეში თავს მაინც დაუცველად გრძნობს. სწორედ ამ მიზნით, ხობსა და ფოთში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ჯგუფი სახელად „ციფრული ელჩების პროგრამა“. ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები დაინტერესებულ პირებს ციფრულ სამყაროში ორიენტირებასა და სწავლაში ეხმარებიან. როგორც პროექტის […]

ბუნებით გამორჩეული, მაგრამ ეკოტურისტულ რუკაზე უჩინარი — ხობი

ხობის მუნიციპალიტეტი მდინარის პირას გაშლილი და მრავალფეროვანი ბუნებით გამორჩეული დასახლებაა. თუმცა, აქ ჩრდილში რჩება ეკოტურიზმის პოტენციალი — მდინარე ხობისა და მიმდებარე ჭალების სივრცეები, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ ადგილობრივი ღირშესანიშნაობების ნახვა, კულტურის გაცნობა და ნატურალური პროდუქტის დაგემოვნება. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით, ჩვენ მოსახლეობას ხობში, ბაზარში შევხვდით, მათი ინტერესები და ხედვები მოვისმინეთ და გავიგეთ, თუ რა მიმართულებით ისურვებდნენ მუნიციპალიტეტში […]

ბიზნესის გაფართოებული ვალდებულება: რატომ აღარ ჰყოფნის კომპანიას მხოლოდ მოგება?

ბიზნესის გაფართოებული ვალდებულება: რატომ აღარ ჰყოფნის კომპანიას მხოლოდ მოგება? თანამედროვე ეკონომიკურ სისტემაში ბიზნესის როლი დიდწილად გასცდა მხოლოდ მოგების მიღებისა და გადასახადების გადახდის ფუნქციას. ის განიხილება როგორც საზოგადოებრივი პროცესის შემოქმედი და გავლენიანი მოთამაშე, რომელიც აგებს პასუხს არა მხოლოდ საკუთარ პარტნიორებზე და აქციონერებზე, არამედ საზოგადოებაზე, გარემოზე და მომავალ თაობებზე. სპეციალისტები ამ მიდგომას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ბიზნესის გაფართოებული ვალდებულების კონცეფციას, რომელიც გულისხმობს, რომ […]