საბა მეფარიშვილს ჯებირის დაზიანების საქმეზე 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება – ის დღეს ადმინისტრაციული წესით 2000 ლარითაც დააჯარიმეს
საბა მეფარიშვილი, რომელსაც ჯებირის დაზიანების გამო 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ადმინისტრაციული წესით 2000 ლარითაც დააჯარიმეს. “ერთი და იგივე ქმედებისთვის ადამიანის ორჯერ დასჯა შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს ეწინააღმდეგება და მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმების ხელწერაა.” – გვეუბნება საბას ადვოკატი ანა გახოკიძე. ადვოკატის განმარტებით, სანამ საბას სისხლის სამართლის წესით დააკავებდნენ, ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და მან 48 საათი გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში. საბასთან […]