ბუნებით გამორჩეული, მაგრამ ეკოტურისტულ რუკაზე უჩინარი — ხობი

ხობის მუნიციპალიტეტი მდინარის პირას გაშლილი და მრავალფეროვანი ბუნებით გამორჩეული დასახლებაა. თუმცა, აქ ჩრდილში რჩება ეკოტურიზმის პოტენციალი — მდინარე ხობისა და მიმდებარე ჭალების სივრცეები, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ ადგილობრივი ღირშესანიშნაობების ნახვა, კულტურის გაცნობა და ნატურალური პროდუქტის დაგემოვნება. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით, ჩვენ მოსახლეობას ხობში, ბაზარში შევხვდით, მათი ინტერესები და ხედვები მოვისმინეთ და გავიგეთ, თუ რა მიმართულებით ისურვებდნენ მუნიციპალიტეტში […]

ბიზნესის გაფართოებული ვალდებულება: რატომ აღარ ჰყოფნის კომპანიას მხოლოდ მოგება?

ბიზნესის გაფართოებული ვალდებულება: რატომ აღარ ჰყოფნის კომპანიას მხოლოდ მოგება? თანამედროვე ეკონომიკურ სისტემაში ბიზნესის როლი დიდწილად გასცდა მხოლოდ მოგების მიღებისა და გადასახადების გადახდის ფუნქციას. ის განიხილება როგორც საზოგადოებრივი პროცესის შემოქმედი და გავლენიანი მოთამაშე, რომელიც აგებს პასუხს არა მხოლოდ საკუთარ პარტნიორებზე და აქციონერებზე, არამედ საზოგადოებაზე, გარემოზე და მომავალ თაობებზე. სპეციალისტები ამ მიდგომას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ბიზნესის გაფართოებული ვალდებულების კონცეფციას, რომელიც გულისხმობს, რომ […]

კლიმატის ცვლილება, რაც უფრო შორს, მით უფრო ახლოს — მსჯელობენ ჟურნალისტები

„ესაა დრო, როცა არქტიკა დადნა და ტემპერატურამ ელვის სისწრაფით მოიმატა; ესაა დრო, როცა პლანეტამ ნაწილებად დაშლა დაიწყო, როცა ფუტკრების პოპულაცია უეცრად განახევრდა.“— ბილ მაკკეინი, „ნავთობი და თაფლი“ „მოსახლეობას და მათ შორის ჩვენ, ჟურნალისტებსაც, გვგონია, რომ კლიმატის ცვლილებები, რაც ხდება და სადაც ხდება, ჩვენგან შორს არის — როგორც დროში, ისე სივრცეში,“ — ამ სიტყვებით გაიხსნა მსჯელობა, სადაც დასავლეთ საქართველოში მოქმედი ჟურნალისტები […]

ენერგოეფექტური ტექნოლოგიები თორსაში

ხობში ოქტომბრის ბოლო კვირას კლიმატის კვირეული გაიმართა. პრეზენტაციების შემდეგ მსჯელობა მრგვალი მაგიდის ფორმატში შედგა და გაიმართა სადისკუსიო პანელი. კლიმატის ცვლილებაზე იმსჯელეს და კლიმატგონივრული უნარების გამომუშავების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება, ახალგაზრდობა და სკოლები, ბიზნესები და მეწარმეები, აკადემიური წრეები და ექსპერტები, მედია და ინფლუენსერები, თემის ლიდერები, ფერმერები, ქალთა ჯგუფები და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები. მდგრადი საარსებო წყაროების შექმნა კლიმატის ცვლილების ფონზე […]

რატომ კომპოსტირება?

აქ მიმოვიხილავთ კომპოსტირების მნიშვნელობას, როგორც ორგანული ნარჩენების მართვის ეფექტურ მეთოდს სოფლის მეურნეობაში. მოცემულია კომპოსტირების პრაქტიკული ასპექტები, მისი სარგებელი გარემოსა და ფერმერებისთვის, ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები კომპოსტირების პროცესის სწორად წარმართვისთვის. მემცენარეობისა და მეცხოველეობის წარმოებაში წარმოქმნილი ორგანული ნარჩენების არასწორი მართვა გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. ლპობის შედეგად გამოიყოფა სათბური გაზები (მეთანი და ნახშირორჟანგი), ხოლო არაკონტროლირებული განთავსების შემთხვევაში შესაძლოა დაბინძურდეს ნიადაგი და გრუნტის წყლები. კომპოსტირება ამ […]