FACT/FAKE
კომერციული რეკლამა თუ ფილმი აპოკალიფსზე? 

კომერციული რეკლამა თუ ფილმი აპოკალიფსზე? 

სოციალურ ქსელში პროგრამულად დამონტაჟებული ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება, რომლითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს 5 G-ის გავრცელებით მსოფლიოში აპოკალიფსი იწყება. 

კერძოდ,სოციალურ ქსელში გავრცელებული  დაახლოებით 6 წუთიანი ვიდეო 2 დამოუკიდებელ მასალას აერთიანებს. იგი ჯერ  T-Mobile-ის რეკლამით იწყება, შემდეგ კი ფილმის “Cell” კადრებით გრძელდება. 

სოციალურ ქსელში პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ეს ვიდეო ფილმიდანაა სახელწოდებით -”Cell”. 

რა ჩანს T-Mobile-ის რეკლამაში? 

რეკლამის სცენარი ასეთია, ვიდეოში 2 მეცნიერს ვხედავთ, რომლებიც T-Mobile-ის ლაბორატორიაში იმყოფებიან და ღილაკზე -5 G ხელის დაჭერით ინტერნეტზე წვდომას  შესაძლებლობას 200 მილიონზე მეტ ადამიანს აძლევენ. 

ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: 

“T-Mobile-მა დაიწყო ქვეყნის პირველი 5G ქსელი, რომელიც მოიცავს 200 მილიონზე მეტ ადამიანს და 5000-ზე მეტ ქალაქსა და დაბას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს გაშვება დაუყოვნებლივ აქცევს T-Mobile-ს ლიდერად, როგორც ქვეყნის ყველაზე დიდი 5G ქსელი, რომელიც მოიცავს 1 მილიონ კვადრატულ მილზე მეტს, უმეტესი ნაწილი სოფლად ამერიკაში.”

რის შესახებაა ფილმი ” Cell”? 

ფილმი სახელწოდებით ” უჯრედი ” [Cell] არის სამეცნიერო ფანტასტიკის საშინელებათა ფილმია. იგი სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება. 

imdb- ზე გამოქვეყნებული აღწერის მიხედვით, იდუმალი მობილური ტელეფონის სიგნალი აპოკალიფსურ ქაოსს იწვევს, ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი კი თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად ქაოსიდან თავის დასაღწევად სახიფათო მოგზაურობას იწყებს. 

მანიპულაციურად დამონტაჟებულ ვიდეოში ისე ჩანს, რომ, თითქოს, 5 G-ის ღილაკზე დაჭერის შემდეგ ხალხი მობილური ტელეფონებიდან ავადდება. სინამდვილეში კი ამ ორ კლიპს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს. ფილმი 2016 წელს გამოვიდა, რეკლამა კი 2020 წელს. 

რა არის 5 G და რა კონსპირაციული თეორიები ვრცელდება მის შესახებ? 

5G უსადენო კავშირის ტექნოლოგიის მე-5 თაობაა, რომლის საშუალებითაც ინტერნეტ კავშირის დამყარებაა შესაძლებელი. მისი წინამორბედი 4G LTE და 3G ქსელების მსგავსად, იგი რადიოტალღების საშუალებით ვრცელდება, რომლებიც ადამიანისთვის უსაფრთხო ელექტრომაგნიტურ სპექტრს არ აღემატება. 

ადამიანის ჯანმრთელობაზე ამ რადიოტალღების უვნებლობა დამტკიცებულია ჯანმოს მიერ. 

5 G-ის ირგვლივ სოციალურ ქსელში არაერთი კონსპირაციული თეორია ვრცელდება, მაგალითად 5 G-ის უკავშირებდნენ კორონავირუსს გავრცელებას, მაგრამ ამ ყველაფრის მეცნიერული დასაბუთება და მტკიცებულებები არ არსებობს.