ინტერვიუ "სათვალეში"
არჩევნები 2024 – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ თქვენი ხმის დასაცავად
ინფორმაცია, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე უბანზე მისულმა უნდა იცოდეთ
- “აუცილებელია ამომრჩეველმა ერთი წრე გააფერადოს მისი სასურველი სუბიექტის გასწვრივ, რომ ბიულეტენი არ გაბათილდეს”;
- “თუ ბიულეტენი გაფუჭდება და ხმის დათვლის აპარატი არ მიიღებს, ამომრჩეველს უფლება აქვს მოითხოვოს მისი გამოცვლა”;
- “ვერიფიკაციის და ხმის დათვლის აპარატი ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის, [არც ინტერნეტთან] შესაბამისად, ვერ მოხდება ამომრჩევლის იდენტიფიცირება”;
- “არავის აქვს უფლება პირადობა გამოგვართვას”;
- “კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალულია”.
არჩევნები 2024 – რა უნდა ვიცოდეთ თემაზე, ინტერვიუში ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები საუბრობენ:
ელენე რუსეცკაია – ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე;
ირმა პავლიაშვილი – იურისტი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი, “ღია სივრცე კავკასიის” თავმჯდომარე.
jrc
0