Knight Awards 2024 – ნომინაციების დასახლება 15 თებერვლამდეა შესაძლებელი
ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის [ICFJ] მიერ გამოცხადებულ ჯილდოზე – Knight Awards 2024 ნომინაციების დასახლება 15 თებერვლამდეა შესაძლებელი.
ICFJ ეძებს ნომინანტებს, რომელთა მიერაც თემის გაშუქებამ ან ინოვაციურმა მედია პროდუქტმა მათ ქვეყანაში ადამიანის ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
ვინ შეიძლება იყოს ნომინანტი Knight Awards –ისთვის?
კანდიდატები შეიძლება იყვნენ რეპორტიორები, რედაქტორები, მედიის მენეჯერები ან ჟურნალისტები იმ ქვეყნებიდან, სადაც ისინი პროფესიული სამუშაოს შესრულებისას სირთულეებს აწყდებიან. ნომინანტების წარდგენა 15 თებერვლამდეა შესაძლებელი.
გამარჯვებულები 14 ნოემბერს ვაშინგტონში ICFJ-ის 2024 წლის ჟურნალისტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან.
2023 წელს Knight Award-ის გამარჯვებულები იყვნენ რიად კობაისი, გამომძიებელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ლიბანში, რომელიც კორუფცია ამხილა ხელისუფლების უმაღლეს დონეზე და მარიამ ოედრაოგო, რომელმაც თავისი მედია გაშუქებით აჩვენა ომის გავლენა მშვიდობიანი მოქალაქეებზე ბურკინა ფასოში .
მასალა ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ: http://tinyurl.com/a3s3m539