ახალი ამბები
„ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში, მეც ახლა დიდი დრო არ დამიხარჯავს ამაზე” – ღარიბაშვილი მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნებაზე

„ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში, მეც ახლა დიდი დრო არ დამიხარჯავს ამაზე” – ღარიბაშვილი მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნებაზე

„ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში, მეც დიდი დრო არ დამიხარჯავს ამაზე, ” – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახლა უკვე ქართული ოცნების თავმჯდომარის ამპლუაში კითხვას მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნების შესახებ.

მისივე თქმით ამისთვის მანდატორული დადგენილი წესი არ არსებობს. – ” ჯერ ერთი, არ არის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტი, რომ გინდა თუ არა ყველა განკარგულება უნდა გამოქვეყნდეს. ეს არ არის მანდატორული წესი, ეს არ არის მანდატორული პრაქტიკა. ”

თუმცა, “საერთაშორისო გამჭვირვალობას” მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მთავრობა განკარგულების გამოუქვეყნებლობით რამდენიმე სამართლებრივ აქტს არღვევს, კერძოდ:

  • საქართველოს კონსტიტუტციის მე-18 მუხლით გარანტირებულ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას;
  • ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის საქვეყნოობის პრინციპს, ამავე კოდექსის მესამე თავით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის დადგენილ წესებს;
  • მთავრობის რეგლამენტს განკარგულებების მაქსიმუმ 3 დღეში ვებგვერდზე ატვირთვასთან დაკავშირებით;
  • მთავრობის დადგენილებას, ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს მთავრობამ 48 სხდომაზე მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა.

მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება ვებგვერდზე 2020 წლის მარტიდან შეწყდა.