FACT/FAKE
ეკომეგობრული გადაწყვეტილება თუ საწვავის უკმარისობა-რატომ და რა ტიპის ფრენებს კრძალავს საფრანგეთი? 

ეკომეგობრული გადაწყვეტილება თუ საწვავის უკმარისობა-რატომ და რა ტიპის ფრენებს კრძალავს საფრანგეთი? 

ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების მიზნით ფრანგმა კანონმდებლებმა გადაწყვიტეს აკრძალონ მოკლე მანძილის შიდა ფრენები, სადაც მატარებლის ალტერნატივა არსებობს. კერძოდ, 2023 წლის 23 მაისს საფრანგეთში ოფიციალურად ამოქმედდა კანონი, რომელიც კრძალავს ავია მგზავრობას ქალაქებს შორის, რომელთა დაკავშირება მატარებლით 2-საათნახევრიანი მგზავრობითაა შესაძლებელი. 

კანონის ამოქმედების პარალელურად, სოციალურ ქსელში მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს კანონი საფრანგეთში არსებული საწვავის კრიზისით არის განპირობებული და არა ეკოლოგიაზე ზრუნვით. 

რეალურად, ინფორმაცია, რომ საფრანგეთი მსგავსი კანონის ამოქმედებაზე მუშაობდა ცნობილი 2 წლის წინ ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში იყო. ამის შესახებ წერდა BBC-იც. 

აღსანიშნავია, ისიც, რომ საფრანგეთის მოქალაქეთა კონვენცია კლიმატის შესახებ, რომელიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ 2019 წელს შეიქმნა და 150 წევრს აერთიანებდა, თვითმფრინავის რეისების გაუქმებას ითხოვდა იმ შემთხვევებში, სადაც მატარებლის მგზავრობა ოთხ საათზე ნაკლები იყო. თუმცა, მიღებული კანონმდებლობით ეს დრო 2 საათნახევრამდე შემცირდა. ამ დროისთვის აკრძალვა ეხება მხოლოდ პარიზის ორლის აეროპორტსა და ქალაქებს ბორდოს, ნანტს და ლიონს შორის მარშრუტებს. თუმცა, თავდაპირველი წინადადება რვა მარშრუტზე უნდა გავრცელებულიყო, თუმცა ევროკომისიამ მოგვიანებით დაადგინა, რომ მოგზაურობები პარიზ-შარლ დე გოლსა და რენს შორის; პარიზი-შარლ დე გოლი და ლიონი; პარიზი-შარლ დე გოლი და ნანტი; პარიზი-შარლ დე გოლი და ბორდო; და ლიონი და მარსელი ჯერჯერობით არ არის საკმარისად ახლოს ან ხშირად განხორციელებული მარშრუტები შეზღუდვის ასამოქმედებლად. 

მოკლე შიდა ფრენების აკრძალვა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ფართო კანონის ნაწილი, რომელიც საფრანგეთში 2021 წელს სათბურის გაზების ემისიების შემცირების მიზნით მიიღეს. აკრძალვა მინიმუმ სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს, რის შემდეგაც საფრანგეთის ხელისუფლება გაანალიზებს მის გავლენას ახალ ნაბიჯების გადადგმამდე.

საფრანგეთის მთავრობაში ამბობენ, რომ აკრძალვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური მიმართულებით. 

“როდესაც ჩვენ დაუღალავად ვიბრძვით ჩვენი ცხოვრების სტილის დეკარბონიზაციისთვის, როგორ შეგვიძლია გავამართლოთ თვითმფრინავის გამოყენება დიდ ქალაქებს შორის, რომლებიც სარგებლობენ რეგულარული, სწრაფი და ეფექტური კავშირებით მატარებლით? მივესალმები იმ განკარგულების გამოქვეყნებას, რომელიც მოქმედებს შიდა ავიახაზების აკრძალვის შესახებ, როდესაც არსებობს ალტერნატივა მატარებლით მგზავრობისას 2სთ 30-ზე ნაკლებ დროში. ეს არის არსებითი ნაბიჯი და ძლიერი სიმბოლო სათბურის გაზების ემისიების შემცირების პოლიტიკაში. ეს ღონისძიება მსოფლიოში პირველია, რომელიც სრულად შეესაბამება მთავრობის პოლიტიკას, წაახალისოს ტრანსპორტის ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც გამოყოფენ ნაკლებ სათბურის გაზებს. » თქვა კლემენტ ბონმა, საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ფრენის აკრძალვის შესახებ. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,შიდა ფრენები 2019 წელს საფრანგეთის სატრანსპორტო ინდუსტრიის CO2 ემისიების 4 %-ს  შეადგენდა.