“არა რუსულ კანონს” – ჟურნალისტების აქცია პარლამენტში
ინფორმაცია განახლდება:
“არა პუტინიზაცია” , “არა რუსულ კანონს” , – ამ შეძახილებით აპროტესტებს ჟურნალისტების ნაწილი პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის დარეგისტრირებას. კანონპროექტი ” უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატებმა დაააინიცირეს და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებებს გამოსავლენად, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.
დოკუმენტის მიხედვით, “უცხოური გავლენის აგენტებად” ითვლება ის ტელევიზიები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი “უცხოური ძალაა”(არ იგულისხმება რეკლამა).
ვფიქრობთ [კანონი] ქართულმა ოცნებამ მოამზადა ხალხის ძალიხელით, ვფიქრობთ, რომ ეს არის რუსეთის დაკანონების მცდელობა საქართველოში, რუსეთში თავიდან ასე დაიწყო და უკვე გადავიდნენ ამ ორგანიზაციების აკრძალვაზე ყველას ვისაც უცხოეთის გავლენის აგენტის სტატუსი მიანიჭეს რუსეთში წლების წინ დღეს უკვე გაქცეულია ქვეყნიდან” – თქვა აქციაზე თაზო კუპრეიშვილმა ნეტგაზეთის რედაქტორმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” კანონპროექტს უარყოფითად აფასებს და ხნის თუ რატომაა მისი მიღება პრობლემური:
მაგალითად:
– ე.წ. უცხოური აგენტების კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან და ღირებულებებთან. ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს “უცხოური აგენტის” სტატუსს ანიჭებს.
– მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს განმარტებით ე.წ. უცხოური აგენტების კანონი (უნგრეთის) არღვევს ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 63-ე მუხლს (კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა) და ძირითადი უფლებების შესახებ ევროპის კავშირის ქარტიის მე-12 მუხლს (გაერთიანების თავისუფლება).
– მეტიც, ECJ-ს გადაწყვეტილებამ და მის აღსასრულებლად ევროკომისიის მიერ დაწყებულმა დარღვევის პროცედურამ აიძულა უნგრეთი, გაეუქმებინა არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო რეგისტრაცია და მათთვის ამგვარი იარლიყის მინიჭება.
– ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით ე.წ. უცხოური აგენტების კანონი (რუსეთის ფედერაციის) არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, რომელიც იცავს გაერთიანების თავისუფლებას.
– ევროპულმა სასამართლოებმა განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნიეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის “უცხოეთის აგენტის” იარლიყის მინიჭებისა და მათი რეგისტრაციის სავალდებულოობა.
– ე.წ უცხოური აგენტების კანონისარათუმიღება, არამედ, ამ საკითხზე სეროზული საპარლამენტო დებატებიც კი არსებით ზიანს აყენებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
– ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღება პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მე-10 პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას.
ფოტო: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია