FACT/FAKE
<strong>რატომ ანადგურებს ნიუ-იორკის მერია მოტოციკლეტებს და რა მანიპულაცია ვრცელდება ამ საკითხზე? </strong>

რატომ ანადგურებს ნიუ-იორკის მერია მოტოციკლეტებს და რა მანიპულაცია ვრცელდება ამ საკითხზე? 

მანიპულაციური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკის ხელისუფლება მოტოციკლებს მთელ ქალაქში ანადგურებს, რათა “ბაიკერების წინააღმდეგობის მოძრაობა ჩაახშოს.” 

ამის საილუსტრაციოდ სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნიკა კობერიძემ 23 ივნისს ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ნიურკის მერიის აღნიშვნასაც ვხედავთ. 

ფოტოს მან ეს აღწერა დაურთო: 

“ნიუ-იორკის ხელისუფლება ანადგურებს მოტოციკლებს მთელ ქალაქში. დღეს განადგურდა 100-მდე მოტოციკლი. მერმა ერიკ ადამსმა თქვა, რომ მას გადაწყვეტილი აქვს, რათა „საბოლოოდ მოაცილოს საფრთხის შემცველი სატრანსპორტო საშუალებები ქალაქის ქუჩებიდან. ნიუ-იორკის გზებზე მოტოციკლები აკრძალულია.

ნახირს მივმართავ ))) მარტივად რომ დაგიღეჭოთ, იციან, რომ ბაიკერები უკან არასოდეს იხევენ და ამერიკის ხელისუფლება სულ ცალ ფეხზე კიდიათ, სწორედ ამიტომ მათი საძმოების დაშლაზე გადავიდნენ, რათა წინააღმდეგობის მოძრაობა ჩაახშონ.” 

ინფორმაცია რომ ნიუ იორკის მერის მიერ მოტოციკლების განადგურების შესახებ თავად მერიის ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნებულია. მიზეზი რის გამოც მოტოციკლები განადგურდა ისაა, რომ აღნიშნული ტრანსპორტით გადაადგილება არალეგალური და უკანონო იყო.  

“ისინი ჩვენთვის არა მხოლოდ შემაწუხებელი და გამაღიზიანებელია, არამედ უკიდურესად სახიფათოა.”- წერია ნიუ-იორკის მერის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

აღნიშნულის შესახებ ტვიტერზე დაწერა თავად ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა. 

მოტოციკლების განადგურება რეალურად როგორც ქვეითებისთვის, ისე მძღოლებისთვის უსაფრთხო ქუჩების შექმნას ემსახურება. 

“უკანონო ველოსიპედები და კვადროციკლები საფრთხეს უქმნის ნიუ-იორკელების სიცოცხლეს. ჩვენ არ მივცემთ მათ ტარების უფლებას შეუმოწმებლად.  წელს ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ ქუჩიდან თითქმის 2000 ველოსიპედი და ჯერ ახლა ვიწყებთ.” – წერს მერი ერიკ ადამსი.