FACT/FAKE
<strong>გამოაქვეყნა თუ არა “უკრაინელების ვანდალიზმის შესახებ პოსტი კრაკოვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახურმა? </strong>

გამოაქვეყნა თუ არა “უკრაინელების ვანდალიზმის შესახებ პოსტი კრაკოვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახურმა? 

“კრაკოვი უჩივის ვანდალებს უკრაინიდან” – ამ აღწერით სოციალურ ქსელში 2022 წლის ივნისის დასაწყისში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. სოციალური ქსელის მომხმარებლები ამის საილუსტრაციოდ, ქვემოთ მოყვანილ სქრინშოთს ავრცელებდნენ.

ფოტოზე კი წერია შემდეგი : 

„ჩვენს ქალაქში უკრაინიდან ვანდალები გამოჩნდნენ, რომლებიც ავტობუსებსა და ტრამვაებს ხატავდნენ, კრაკოვის მაცხოვრებლები ვითხოვთ იზრუნოთ ჩვენს ქალაქზე და დაუყოვნებლივ შეატყობინონ ქონების დაზიანების შესახებ…მეტი” 

ფოტოზე პოსტის დანარჩენი ნაწილი უხილავია – ამაზე  სამი წერტილი და შენიშვნა „მეტი“ მიანიშნებს.

სქრინშოთზე 4 ფოტოა, სადაც ავტობუსის შიდა ინტერიერზე წარწერებს “ слава украина” -” დიდება უკრაინას, “москалі до дому “მოსკოველები წადით სახლში”, ასევე, გადახაზულ “ Z” სიმბოლოს  ვხედავთ. 

რეალურად, ფოტო კრაკოვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახურს არასდროს გაუვრცელებია. 

“პოსტი ყალბია, ZTP მსგავსი პოსტი ამ ფოტოებით არასდროს გამოუქვეყნებია.” – წერს ერთ-ერთი სოციალური ქსელის მოხმარებლის საპასუხოდ ZTP [კრაკოვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახური] . 

გარდა ამისა, კრაკოვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახურის მიერ ოფიციალურად მოყვანილი სტატიაში ვკითხულობთ უწყების წარმომადგენლის სებასტიან კოვალის კომენტარს. 

მისი განმარტებით, ფოტოზე კოშკი ჩანს, რომელიც, მისი ვარაუდით, ოშვიციმში მდებარეობს. კრაკოვი და ოშვიეციმი კი 70 კილომეტრითაა დაშორებული ერთმანეთისგან, აღსანიშნავია ისიც, რომ კრაკოვის ZTP ოშვიციმში არ ოპერირებს.

გარდა ჟურნალისტიკის რესურსცენტრისა – JRC ინფორმაცია გადაამოწმა კიდევ ერთმა ფაქტჩეკერმა ორგანიზაციამ, მათი განმარტებით , სავარაუდოა რომ სქრინშოთი გრაფიკული დამუშავების შედეგად არის მიღებული.