ახალი ამბები
მოწვევა ტენდერზე  – მულტიმედიური მომსახურება

მოწვევა ტენდერზე  – მულტიმედიური მომსახურება

განმცხადებელი:
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC)

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი აცხადებს ტენდერს მულტიმედიური მომსახურების გაწევაზე შემდეგ რეგიონებში:
რაჭალეჩხუმი, იმერეთი, კახეთი, გურია – შესაბამისი მუნიციპალიტეტების ფარგლებში.

მომსახურების მიზანი:
მოვამზადოთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე შექმნილი მულტიმედიური მასალები. ეს მასალები გამოყენებული იქნება როგორც საგანმანათლებლო, ასევე საზოგადოებრივი ინფორმირების მიზნებისთვის – ონლაინ და ოფლაინ პლატფორმებზე გასავრცელებლად.

ტენდერის საგანია:
მოგვაწოდეთ ინფორმაცია ერთი მსგავსი მულტიმედიური მასალის მომზადების სრული ღირებულების შესახებ, რაც უნდა მოიცავდეს:

  • თემის განვითარებას და კონტენტის დაგეგმვას
  • ვიდეო და/ან აუდიოგადაღებას ადგილზე
  • მონტაჟს და დამუშავებას
  • მინიმუმ ერთი ვიდეოპროდუქტის ან აუდიოვიზუალური ერთეულის მიწოდებას

შერჩევის კრიტერიუმები:

  • ადგილობრივ თემებთან მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტი მინეიჭება რომელიმე სამიზნე რეგიონში რეგისტრირებულ და მოქმედ ორგანიზაციას)
  • მულტიმედიური კონტენტის წარმოების ხარისხი
  • წარმოდგენილი ნამუშევრების შესაბამისობა თემატიკასთან
  • კონკურენტუნარიანი ფასობრივი წინადადება

განაცხადების მიღების ვადა:
📅 2025 წლის 13 მაისი

განაცხადის გაგზავნის მისამართი:
📧 info@jrc.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე.