ჩვენზე
საბა მეფარიშვილს ჯებირის დაზიანების საქმეზე 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება – ის დღეს ადმინისტრაციული წესით 2000 ლარითაც დააჯარიმეს
საბა მეფარიშვილი, რომელსაც ჯებირის დაზიანების გამო 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ადმინისტრაციული წესით 2000 ლარითაც დააჯარიმეს.
“ერთი და იგივე ქმედებისთვის ადამიანის ორჯერ დასჯა შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს ეწინააღმდეგება და მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმების ხელწერაა.” – გვეუბნება საბას ადვოკატი ანა გახოკიძე.
ადვოკატის განმარტებით, სანამ საბას სისხლის სამართლის წესით დააკავებდნენ, ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და მან 48 საათი გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში.
საბასთან ერთად დაკავებულია ომარ ოკრიბელაშვილიც. მათ პროკურატურა ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ედავება.
საბას საქმეზე მეტ დეტალს შეგიძლიათ გაეცნოთ JRC-ის მიერ ჩაწერილ ინტერვიუში მის ადვოკატთან ანა გახოკიძესთან.
გარეკანი ფოტო: მთავარი არხი
jrc
0