სათვალე
![სათვალე -288 სათვალე -288](https://jrc.ge/wp-content/uploads/2024/06/სათვალე-288-1-1024x546.jpg)
სათვალე -288
ლუკა საფარიძე 16 მაისს დააკავეს, ის ვანში ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, თბილისში სამუშაოდ ხელოსნად ჩამოვიდა. როგორ არის ის დაკავების შემდეგ საკანში და რამდენად ახლოს ვართ სისტემურ ნულოვან ტოლერანტობასთან ინტერვიუ ლუკა საფარიძის დედასთან და ადვოკატთან;
რა გზა რჩებათ მოქალაქეებს საკუთარი ხმის დეპუტატებამდე მისატანად, როდესაც მათ ჩვენი საერთოდ აღარაფერი ესმით – მოქალაქეების პროტესტი რუსული კანონის მხარდამჭერების წინააღმდეგ;
მშვიდობიანი პროტესტი დანიაში საქართველოს საელჩოს წინ – მედია კონგრესი მყოფი ქართველი ჟურნალისტები ელჩთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ის მათთან შესახვედრად ორი დღის განმავლობაში არც ერთხელ არ გამოსულა.
jrc
0