სათვალე -285
თუკი უცნობი ნომრებიდან გირეკავენ და უცენზუროდ მოგმართავენ, გეუბნებიან რომ იციან თქვენი მისამართი და გხვდებიან სადარბაზოსთან, გცემენ, სახლში გივარდებიან და გაპატიმრებენ ისე რომ ადვოკატსაც უზღუდავენ შემოსვლას, გამომძიებელი ჟურნალისტების დამცინავ პლაკატებს აკრავენ და მანქანებს უზიანებენ, იცოდეთ რომ საუბარი მეზობელ რუსეთზე აღარაა, ეს ახლა საქართველოა;
ვის მივმართოთ ადამიანებმა თუკი სისტემა მიზანში ამოგვიღებს? მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა თითქმის აღარ არის, საკუთარი უფლებების დასაცავად 4-მა ქალმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა;
2024 წლის გაზაფხულის რეპრესები – ამერიკის ხმა;
1937 წლის რეპრესიებისას მოკლული ადამიანებს და მათი ნათესავების შესახებ აჭარიდან – ბათუმელები; პარტიის სამსახურში ჩამდგარი სახელმწიფო ინსტიტუტები, რეგიონების მაგალითზე – TOK TV.