ახალი ამბები
სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა – მედიაომბუდსმენი

სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა – მედიაომბუდსმენი

მედია ომბუდსმენის ცნობით, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა.

2024 წელს რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გაშუქებისას, ორგანიზაციამ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმის 14 შემთხვევის შესახებ შეატყობინა საგამოძიებო უწყებას.

ორგანიზაციის ცნობით, 28 აპრილიდან 1 მაისამდე პერიოდში:

სპეცრაზმელმა წიწაკის სპრეი შეასხა „TV პირველის“ ოპერატორს ნიკო კოკაიას.

სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტებს, ლიკა ზაკაშვილს და ბასტი მგალობლიშვილს.

სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა „TV პირველის“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს: ნანუკა ქაჯაიას და დავით ბერაძეს, ასევე ეშლებოდათ ხელი საქმიანობაში გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს.

სპეცრაზმელებმა სცემეს ონლაინგამოცემა „აი, ფაქტის“ ჟურნალისტს რობი ზარიძეს თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა CNews Exclusive-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიიძე.

30 აპრილის ღამეს და 1 მაისს გამთენიას რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, “სახელმწიფომ დაარღვია სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები, ასევე, დემონსტრანტების მიმართ გამოიყენა ძალა, რაც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა”.

სპეცრაზმის გამოყენებული ცრემლმდენი გაზის და წყლის ჭავლით დაშავდნენ მოქალაქეებიც. გარადა ამისა, მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ იყენებს სპეცრაზმის ფიზიკურ ძალას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. სასტიკადაა ნაცემი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.

აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.

ფოტო: მარიამ კვარაცხელია