ახალი ამბები
სათვალე -283

სათვალე -283

“ასლან აბაშიძის დროიდან ვმუშაობ ჟურნალისტად და მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში მომიწია, რომ ვიყო არა კითხვის დამსმელი, არამედ ოპონირება გაგიწიოთ იმიტომ, რომ თქვენ, თქვენი ამ კანონით ცდილობთ, გვიწოდოთ „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა“. – ამ და კიდევ არაერთი დასამახსოვრებელი, ემოციური და გულწრფელი და ფაქტებზე დაფუძნებული ტექსტით მიმართა გამოცემა ბათუმელების რედაქტორმა ეთერ თურაძემ შალვა პაპუაშვილს, რომელმაც მოულოდნელად ერთ საღამოს რეგიონულ მედიასთან შეხვედრა გადაწყვიტა;

“ეს არის რუსულზე უფრო რუსული კანონი, თვით პუტინის რუსეთი არ იღებდა დაფინანსებას ქვეყნებისგან, რომელსაც ეძახდა უცხო ძალას, ამაზე უფრო ზე რუსული კანონი არ არსებობს დედამიწაზე” – ესეც ციტატა ნათია კუპრაშვილის საუბრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული შეხვედრიდან, რომელიც სტუდენტების ინიციატივით გაიმართა;

“ნუ დაარღვევთ კონსტიტუციას და ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას, ეს კანონი გაითხოვეთ უკან“ – ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს სიტყვები მორიგ აქტივისტს, ჟურნალისტს ან ოპოზიციას ეკუთვნის, თუმცა არა, ეს თელავის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის ლევან ბერძენაშვილის ტექსტია.

ინტერვიუ რუმინეთის ელჩთან, რომელიც ნატოს საკონტაქტო საელჩოა ბრიტანეთთან ერთად საქართველოსთვის;

პრაღა, ევროპის ისტორიული ნაწილი უნიკალური ტრადიციებით და არქიტექტურით, სადაც ჯერ კიდევ უვიზოდ შეგვიძლია მოგზაურობა, თუმცა ეს ასეც უნდა დარჩეს – მასალა მომზადებულია დოიჩე ველეს მიერ.