სპეცრაზმელებმა ჩვენს ჟურნალისტს სცემეს – ინფორმაციას რამდენიმე მედია ავრცელებს
რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პუბლიკას ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი სცემეს – ინფორმაციას თავად გამოცემა ავრცელებს.
“ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს. მისი ცნობით, სამართალდამცველებმა მას წაართვეს ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს.”- წერს მედია.
ამასთან ერთად პუბლიკა ფაქტის ამსახველ ფოტოსაც ავრცელებს.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სპეცრაზმის მხრიდან ჟურნალისტის ცემაზე წერს ტაბულაც. “ჟვანიას ქუჩაზე, ტაბულას ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს და პირადი მობილური წაართვეს, როცა იგი სამსახურებრივი მოვალეობას ასრულებდა და აქციას იღებდა.” – აღნიშნულია ტაბულას მიერ გავრცელებულ ნიუსში.
სპეცრაზმის მიერ ჟურნალისტებზე ძალის გამოყენებაზე წერს გამოცემა აპრილიც. მათი ცნობით ჟურნალისტს გიორგი ბასხაჯაურს სამართალდამცავებმა სცემეს და ჰომოფობიური ნიშნით “პიდარასტს“ ეძახდნენ.
“წავიქეცი და ზემოდან მირტყამდა რამდენიმე რობოკოპი. წაქცეული რომ ვიყავი და მირტყამდნენ, ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ. პიდარასტს მეძახდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ჭკუას ვისწავლი და მერე გამომიშვეს“, — წერს მედია.
ფოტოს მედია აპრილი ავრცელებს.
აქციის მონაწილეების მხრიდან ჟურნალისტების სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია იმედმა.