ახალი ამბები
სათვალე-281
გადაცემის ” სათვალე” ეს ეპიზოდი ბრიუსელში ევროკავშირის დედაქალაქში ჩაიწერა იმ ადგილიდან, სადაც დაახლოებით 4 თვის წინ ჩვენმა ქვეყანამ, მეგობარ ქვეყნებთან ერთად კანდიდატის სტატუსის მინიჭება იზეიმა. ევროპარლამენტთან ქართველი ჟურნალისტები 4 თვის შემდეგ “ქართული ოცნების” მიერ დაინიციირებულ რუსულ კანონს აპროტესტებდნენ
გადაცემაში ნახავთ:
- 9 აპრილს თბილისთან ერთად ჟურნალისტები და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი შეიკრიბა ბრიუსელშიც, ევროპარლამენტის წინ ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა-ნათია კუპრაშვილმა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი წაიკითხა;
- ახალციხეში მოსახლეობა უკვე წლებია კანალიზაციის მილის შეცვლას მოითხოვს, იმისთვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის რაბათის ციხესთან ფეკალიები ღიად არ მიედინებოდეს, მილი დღემდე არაა შეცვლილი – საკითხზე ადგილობრივი მედია TOK TV მუშაობდა;
- სასამართლო ქალების წინააღმდეგ – GrlzWave;
- გაკრეფილი შუა – პოლიტიკური გარემოს მიმოხილვა.
jrc
0