„ქართული ოცნების“ მასწავლებელი რუსეთის ხელისუფლებაა, რომლის მსგავსადაც სურს, რომ ქვეყანა მართოს დამორჩილებითა და გაკონტროლებით
“რუსული კანონი არის “ქართული ოცნების” ხელისუფლების მორიგი მცდელობა, მოქალაქეებს წაართვას ხმა, გაანადგუროს დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, გააჩუმოს და საჯარო პროცესებიდან გარიყოს საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი”, – დამოუკიდებელი მედია ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის განხილვის განახლებას ეწინააღმდეგება და განცხადებით ეხმაურება.
განცხადების მიხედვით, რუსული კანონის დაბრუნებით საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ძალადობრივი ბუნება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.
„ქართული ოცნების“ მასწავლებელი რუსეთის ხელისუფლებაა, რომლის მსგავსადაც სურს, რომ ქვეყანა მართოს დამორჩილებითა და გაკონტროლებით, ჩახშობითა და განდევნით, სიცრუითა და დემაგოგიით. ამ კანონს ჩვენ სწრაფი ტემპით გადავყავართ მმართველობის შერეული სისტემიდან მყარად ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმში, რუსული ყაიდის ქვეყანაში, სადაც ადამიანის სიცოცხლეს და ღირსებას ჩალის ფასი აქვს, სადაც გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი, ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯა, სადაც აღარ დარჩა თავისუფალი მედია და სადაც მოძალადე სახელმწიფო მანქანისგან ადამიანებს ვერავინ იცავს, სადაც ადამიანებს არ აქვთ განვითარების საშუალება და ყველაზე დაფასებული თვისება მორჩილებაა” – ვკითხულობთ განცხადებაში.
დამოუკიდებელი მედიის თქმით, ქართულ ოცნებას არ მისცემენ საშუალებას მიიღონ რუსული კანონი და საქართველოსა და მის ნამდვილ მეგობრებს შორის ყრუ კედელი აღმართოს.
განცხადებას ხელს აწერენ:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
სტუდია მონიტორი;
რადიო მარნეული;
საქართველოს ამბები/მთის ამბები;
ქუთაისიპოსტი;
ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge;
პუბლიკა;
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”;
ალიქ მედია ჯორჯია;
გურია ნიუსი;
ნეტგაზეთი;
ბათუმელები;
სტუდია რეკ ufleba.ge;
სამხრეთის კარიბჭე – sknews.ge;
On.ge;
მედია აპრილი;
კახეთის ხმა – knews.ge;
Psnews.ge;
ჩემი ხარაგაული;
Newpress.ge;
რადიო „ათინათი”;
ინდიგო;
ჯემნიუსი;
TOK TV;
აგროგარემო TV;
Qartli.ge;
მედიაჩეკერი;
OC Media;
ტელეკომპანია ბორჯომი’
პროექტი 64